ბიზნესი & ეკონომიკა • 1737105408
ბათუმის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ერთობლივი ორგანიზებით, სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი ინციდენტის დროს ეფექტიანი მოქმედებისა და ორგანიზების გაუმჯობესება, ასევე კრიზისულ სიტუაციაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. სწავლება მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც რეალური ინციდენტის მოდელირებას ეფუძნებოდა.
სწავლება აეროდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელირებული სცენარით გაიმართა: მოხდა საჰაერო ხომალდის სიმულაციური ავარიული დაშვება და ხანძრის ლიკვიდაცია, ასევე ბაქანზე მდგომ საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებლება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქაერონავიგაციის, შსს-ის შესაბამისი დანაყოფები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალური დანაყოფი, ასევე, აჭარის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სირაძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პრობლემების მიუხედავად, გეგმურმა სწავლებამ წარმატებით ჩაიარა.
,,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების სრულმასშტაბიანი სწავლება. სწავლების მიზანი იყო, შესაძლო ინციდენტის დროს ჯგუფში ჩართული პირების ერთობლივი უნარების გამომუშავება. მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა და ყველა სამსახურის მოქმედება შეიძლება დადებითად შეფასდეს,-‘’განაცხადა გიორგი სირაძემ.
სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...
პოლიტიკა • 1739805198
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...
პოლიტიკა • 1739804012
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739800834
„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...
პოლიტიკა • 1739800689
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი
პოლიტიკა • 1739800593
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1739800408
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი