ბათუმის სათამაშო ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

გეიმინგ ფესტ

სექტემბრის ბოლოს აჭარის დედაქალაქში გაიმართება საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2022, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების, ოპერატორების და მომიჯნავე დარგების წარმომადგენლების მონაწილეობით.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსია აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლო განვითარების ვექტორებზე, ასევე ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სამორინეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ამირანაშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის  ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დარგში სერტიფიცირების ორგანოს Random Systems-ის წარმომადგენელი ზაზა ბარამიძე და ბაზრის სხვა წარმომადგენლები. დისკუსიის მოდერატორი იქნება სამორინეთა მარკეტინგული სააგენტოს, Plasma 8-ის დირექტორი - ლავრენტი გუბინი.

კიდევ ერთი დაგეგმილი განხილვა კონფერენციის მიმდინარეობისას არის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის როლი თანამედროვე სათამაშო ბიზნესში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ფალიანი - CoinsPaid Media-ს ხელმძღვანელი, ნიკა გიგაშვილი - Sports Media Holding-ის მმართველი დირექტორი და მიხეილ დიდებულიძე Degamefi-დან.

პრეზენტაციებს ასევე  წარადგენენ  სხვადასხვა კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები. კონფერენციის მნიშვნელოვანი თემა იქნება სოციალური პასუხისმგებლობა აზარტული თამაშების ოპერატორების მუშაობაში. ამ თემაზე პრეზენტაციას ამზადებს პიტერ უაითი, Outsource Digital Media-ს (ინგლისში გამოცემული საერთაშორისო დარგობრივი ჟურნალი Casino Life) მმართველი დირექტორი.

ყურადღება დაეთმობა მარკეტინგსაც. სამორინე Eclipse-ს მენეჯერი მუსლიმ აგაევი ისაუბრებს ოქროს კვეთის გავლენაზე მოთამაშეებისთვის მაქსიმალური ანაზღაურების განსაზღვრისას, ხოლო ლავრენტი გუბინი, სააგენტო Plasma 8-ის დირექტორი, გააზიარებს სამორინეს პოპულარიზაციის საიდუმლოებებს და თანამედროვე პირობებში ბიზნესის აუცილებელ  თვითშეზღუდვებზე ისაუბრებს.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომხსენებელია ლუსიენ ვაისმანი, ცნობილი ტრენერი სლოტ-ოპერაციების სფეროში. ლუსიენი ფესტივალის მეორე დღეს გააკეთებს პრეზენტაციას და ასევე გამართავს მასტერკლასების სერიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ღონისძიების ვებ-გვერდს: https://bgf.ge. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802