BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს – წებო-ცემენტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის

ბეტეკი - მთავარი ფოტო

კერამიკული თუ კერამოგრანიტის ფილების შერჩევის შემდეგ მთავარი საკითხია, რომელი წებო-ცემენტით უნდა დაიგოს ის. „ნოვაში“ წარმოდგენილია წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS, რომელიც საუკეთესოა როგორც იატაკზე, ისე კედელზე ფილების გასაკრავად.

წებო-ცემენტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ „ნოვას“ პროფესიონალ კონსულტანტებს, რათა უნებლიე შეცდომებისა და, შესაბამისად, ზედმეტი დანახარჯებისგან თავი დაიზღვიოთ. კონსულტანტს აუცილებლად უნდა უთხრათ, სად აპირებთ წებო-ცემენტის გამოყენებას – ინტერიერში თუ ექსტერიერში. თუ, მაგალითად, ტერასაზე აპირებთ კერამოგრანიტის დაგებას, ამ შემთხვევაში აუცილებლად ყინვაგამძლე წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS TA-15 უნდა შეიძინოთ; თუ ინტერიერში გეგმავთ სამუშაოებს, ამ შემთხვევაში სტანდარტული BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ და მას თითქმის ნახევარ ფასად შეიძენთ.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ, რაოდენობის არასწორი გათვლაა. კონსულტანტს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, სამუშაოების ჩასატარებელი ფართობის ზომის შესახებ. მაგალითად, ინტერიერში კერამოგრანიტის იატაკს აგებთ 100 კვ/მ ფართობზე, ხოლო ტერასის ფართობი, რომელიც ასევე მოსაპირკეთებელია, 50 კვ/მ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტულ პირობებში ერთი ტომარა წებო-ცემენტი (25 კგ) 4-5 კვ/მ ფართობს ფარავს, ინტერიერისთვის 20-25 ტომარა BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ, ხოლო ტერასისთვის – 10-12 ტომარა BETEK FAYFIKS TA-15. თუმცა, ეს რაოდენობრივი სტანდარტი შეიძლება არ იყოს საკმარისი მოსაპირკეთებელი ზედაპირის მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო სწორია ზედაპირი, მით ნაკლები წებო-ცემენტი იხარჯება.

რაში და როგორ ვიყენებთ

მიუხედავად საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა, BETEK FAYFIKS ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. აუცილებელია კარგად და სწორად იყოს მომზადებული ბაზა (კედელი, მოჭიმული იატაკი), რომ BETEK FAYFIKS-მა საქმე იდეალურად შეასრულოს.

მაშ ასე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამუშავებელი ზედაპირი მყარი, მშრალი და სუფთაა. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოასწოროთ შესაღები არეალი. წებო-ცემენტის წასმამდე ზედაპირი წყლით უნდა გაჟღინთოთ, რათა მასალა უკეთესად შეწებდეს.

წებო-ცემენტის მოსამზადებლად საჭიროა შესაბამისი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ჯერ 5,5-6,5 ლიტრი წყალი უნდა ჩაასხათ და შემდეგ ნელ-ნელა დაამატოთ 25 კგ FAYFIKS. სრულად გაზავების შემდეგ 5 წუთი უნდა გააჩეროთ, ხოლო ფილებსა და ზედაპირზე წასმამდე კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ. მომზადებული ულუფის გახარჯვის რეკომენდებული ვადაა 20 წუთი.

  • დიდი ზომის ფილების დაგების შემთხვევაში წებო-ცემენტი უნდა წაუსვათ როგორც მოსაპირკეთებელ ზედაპირს, ისე ფილის უკანა მხარეს.
  • ფილების სწორად დაგებისთვის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფილების ჯვარედინი გამყოფები.
  • ინტერიერში სამუშაოების შესრულების დროს რეკომენდებული ტემპერატურაა +5–30 °C.

რაც შეეხება შენახვას, გაუხსნელი ტომარა 6 თვის განმავლობაში ინახება გრილ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მისი გამოყენება, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კი ის გარკვეულ თვისებებს კარგავს და უმჯობესია მისი უტილიზაცია დადგენილი ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია ვადაგასული წებო-ცემენტის გადაგდება ნაგვის ურნაში, ამას შესაძლოა დაჯარიმებაც მოჰყვეს.

მოარიდეთ ბავშვებს და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები

წებო-ცემენტი არ უნდა მოგხვდეთ თვალში, რადგან თვალის გარსის მწვავე გაღიზიანებას იწვევს. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ფხვნილი თვალებში შეგეყარათ, დაუყოვნებლივ და ხანგრძლივად დაიბანეთ წყლით. წებო-ცემენტი ისეთ ადგილზე უნდა შეინახოთ, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ. არ უნდა შეისუნთქოთ წებო-ცემენტის მტვერი. ამისთვის საკმარისია ჩვეულებრივი პირბადეც, რომელიც პანდემიის გამო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344