ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

ბიზნესნაკრები

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა ცოტა ხნის წინ საჩუქრების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს ნაკრები M, 3 თვის განმავლობაში, დამატებითი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის — მეშვეობით.

ბიზნეს ნაკრები M ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს ერთი პაკეტის სახით აერთიანებს. იგი მოიცავს გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. კამპანიის ფარგლებში  მომხმარებელი  ამ ნაკრებს  3 თვის განმავლობაში, საკომისიოს გარეშე გაიაქტიურებს.

გარდა ამისა, კამპანიის მონაწილე ბიზნესებს საჩუქრად გადაეცემათ MasterCard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე).

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ბენეფიტი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:

ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვები (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე;
ან

უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები — ასევე საკომისიოს გარეშე.
ამასთანავე, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ფულადი პრიზები:

100 ლარი (ყოველი მე-1000 ტრანზაქცია;
12 500 ლარი ( ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია).
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

„საქართველოს ბანკი კვლავაც აგრძელებს ბიზნესებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებასა და თანამედროვე სერვისებზე მარტივ წვდომას. ამ მიზნით, ჩვენ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისებით საკომისიოების გარეშე, მიიღონ ქეშბექი და ფულადი პრიზები, შესაბამისად, უკეთ წარმართონ საკუთარი საქმიანობა. გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვამარტივებთ პროცესებს ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშიც გაიარონ და მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ბიზნეს ანგარიში, რითიც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე დისტანციური არხების მეშვეობით გახსნიან მას;იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან;იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.გაააქტიურეთ ბიზნეს ნაკრები M ბიზნეს მობილბანკიდან, ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში 2 წუთში ონლაინ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759