ჩინეთში მიემგზავრები? გაეცანი როუმინგ ინტერნეტზე mobineX-ის შეთავაზებებს

მობინექსი ილია

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში მოგზაურობა სულ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. 2024 წლის მაისიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. 2026 წლის 15 ივლისიდან კი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისები დაიწყო. ამ ცვლილებამ მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაზარდა. დღესდღეობით ჩინეთში ბევრი ადამიანი მიემგზავრება. ნაწილი საქმიან შეხვედრებს გეგმავს, ნაწილი კი ქვეყანას ტურისტულად სტუმრობს. 

ჩინეთში მოგზაურობას გარკვეული გამოწვევები ახლავს თან. უნდა გაითვალისწინო, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე შეზღუდვები მოქმედებს, ამიტომ, ვერ ისარგებლებ პოპულარული სოციალური ქსელებითა და საძიებო სისტემებით. სამოგზაურო ინტერნეტის მოხმარების შემთხვევაშიც, ზოგჯერ მოგზაურებს პრობლემები ექმნებათ და იძულებული არიან, VPN-ი გამოიყენონ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ როუმინგ ინტერნეტის საკითხს წინასწარ, წასვლამდე მოაგვარებ. ინტერნეტთან კავშირის გარეშე უცხო ქვეყანაში ნავიგაცია და კომუნიკაცია გაგიჭირდება.

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი ჩინეთში სამოგზაუროდ

mobineX-ის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩინეთში მოგზაურობისას VPN-ის გამოყენება არ მოგიწევს. ამის გარეშეც თავისუფლად ისარგებლებ ყველა აპლიკაციით. mobineX-ი აბონენტებს ჩინეთში სამოგზაუროდ რეგიონალურ და ლოკალურ ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს. ამ მიმართულებით მობილურ ოპერატორს 50-მდე განსხვავებული შეთავაზება აქვს. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოცულობა 1 GB-დან 100 GB-მდე ან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი. პაკეტების მოქმედების ვადა 3, 7, 14, 15 ან 30 დღეს შეადგენს. შენთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში mobineX-ის AI ასისტენტი დაგეხმარება. საკმარისია, მიუთითო დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ ჩინეთში დარჩენას და ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტებს  შემოგთავაზებს.

mobineX-ის უპირატესობები ჩინეთში სამოგზაუროდ

გარდა იმისა, რომ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი VPN-ის გამოყენების საჭიროებას გიხსნის, აბონენტები სხვა დამატებითი პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მომხმარებლების შეფასებით, mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები სხვა პროვაიდერებთან შედარებით ნელა იხარჯება. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურობისას MB-ების დამატება აღარ მოგიწევს.

ამასთან, mobineX-ის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლია, საერთაშორისო ზარების განხორციელება ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით. mobineX-ის აპლკაციით შესაძლებელია დარეკვა როგორც ფიქსირებულ, ასევე - მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ დასჭირდება ინტერნეტთან წვდომა და მოპასუხეს არაფრის გადახდა არ უწევს. საიტზე რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, შეგიძლია თანხა დაზოგო და 10 წუთის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისაუბრო ჩინეთიდან ნებისმიერ სხვა წერტილში, მათ შორის - საქართველოში.

შეჯამება

მოემზადე ჩინეთში სამოგზაუროდ mobineX-თან ერთად. შანხაიში თუ ჩინეთის სხვა ქალაქებში მოგზაურობისას, კომპანია გთავაზობს მრავალფეროვან პაკეტებს, VPN-ისგან თავისუფალ წვდომას და ბიუჯეტურ სატელეფონო კავშირს. ეწვიე mobineX-ის პლატფორმას, გამოიყენე AI ასისტენტი, შეარჩიე ხელსაყრელი პაკეტი და იმოგზაურე მშვიდად და დაცულად, ინტერნეტთან სტაბილური კავშირით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400