Creator Summit 2025 იწყება - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

 პროექტის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Creator Summit 2025-ის მხარდამჭერია.

Creator Summit კრეატორების ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, რომელიც Creator Academy-ის მიერ ხორციელდება.

 

სამიტი თავს უყრის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბრენდის წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს, სადაც ისინი მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პრეზენტაციების, პანელური დისკუსიებისა და ვოქრშოპების ფორმატში უზიარებენ.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ციფრული ინდუსტრიების განვითარებას, YouTube ეკოსისტემის გაძლიერება კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით კი სხვადასხვა ინიციატივებს ვახორციელებთ, წელს კი Creator Summit 2025-ის მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ საქართველოში YouTube კომუნის გაძლიერების პროცესში, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში კრეატორობის კულტურის განვითარების დიდი პოტენციალია. ამიტომ, მოვიწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაესწრონ ღონისძიებას და განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

“ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც კრეატორებს პროფესიულ სივრცეში აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას,  გაცვალონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და აღმოჩენები. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული კრეატორის, ისე მთლიანი ინდუსტრიის წინსვლისთვის.სამიტზე კრეატორებს საშუალება მიეცემათ, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ შეკითხვებზე და გაიზიარონ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური გამოცდილება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ ქართული კრეატორ ეკოსისტემის განვითარებას”, - აღნიშნავს გიორგი დანელია, კრეატორ სამიტის ორგანიზატორი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კადიროვი.jpg
„საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა“ — კადიროვი

 ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის მზად ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნისთვის. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს გამართულ პირდაპირ ეთერში ისაუბრ...

პოლიტიკა 1765796398

კობახიძე პუტინი
ვიდეო: „მათ სიყვარულის ამბავზე"

"მოკლედ მათ სიყვარულის ამბავზე" | წერს აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

სოცმედია 1765796299

უკრაინა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD

უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765796001

მოროშკინა
ლალი მოროშკინამ „ქართული კულტურის დესპანის წოდება“ მიიღო და „მწერალთა კავშირის“ წევრი გახდა

ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...

საზოგადოება 1765794057

ილია თოლორაია
„საპატრიარქო ხელისუფლების დავალებას ასრულებს“ – მამა ილია თოლორაია

საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...

საზოგადოება 1765792603

ზურაბ ცეცხლაძე
„პრეზიდენტო" მიხეილ ყ. თავი მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ, როლში ხართ შესული და პრეზიდენტობანას თამაშობთ... თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ხვალ რა დღეა, რასაც ბიძინა გეტყვით ისე იქნება, შესაბამისად, ასსსააააა“ - ზურაბ ცეცხლაძე

" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...

სოცმედია 1765792323