დაიწყე ბიზნესი უფრო მარტივად - „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან
ბიზნესი & ეკონომიკა • 1754564251
ბიზნესის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იღებს. თუმცა, მეწარმეობის გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ბევრს აშინებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია ხანგრძლივ, ბიუროკრატიულ პროცესებს უკავშირდება. თუმცა, ეს ასე აღარაა. საქართველოს ბანკმა პროცედურები მომხმარებლების საჭიროებებსა და კომფორტზე მორგებული გახადა. შედეგად, ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი საქართველოს ბანკის ფილიალებშია ხელმისაწვდომი.
თუ ხართ საქართველოს მოქალაქე და გსურთ ინდ. მეწარმის სტატუსის მიღება ან შპს-ს დარეგისტრირება, ამის გაკეთება საქართველოს ბანკის უკვე ხუთ ფილიალშია შესაძლებელი.
ბიზნესის რეგისტრაცია — თქვენთან ახლოს
ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია თბილისში, საქართველოს ბანკის შემდეგ ფილიალებში შეგიძლიათ:
·
ქეთევან წამებულის გამზ. №50/18;
·
წერეთლის გამზ. №99;
·
გლდანი, ვასაძის ქ. №3;
·
ლეონიძის ქ. №2;
·
ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-44.
სამუშაო საათებია:
ორშაბათი – პარასკევი: 09:30 – 19:00
შაბათი: 10:00 – 14:00
დაიბრუნე რეგისტრაციის საფასური — 31 დეკემბრამდე
საქართველოს ბანკი ბიზნესის რეგისტრაციის სერვისით სარგებლობისას მომხმარებლებს დამატებით ბენეფიტებსაც სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით, თუკი ბიზნესს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებთ, ქეშბექის სახით რეგისტრაციის საფასურსაც მიიღებთ:
ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულებს საკომისიო სრულად დაუბრუნდებათ;
შპს-ს შემთხვევაში კი მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ;
ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლები ანგარიშის გახსნას მარტივად, ონლაინ ან ადგილზე შეძლებენ და სასტარტო ბიზნეს ნაკრების ბენეფიტებითაც ისარგებლებენ. ეს მოიცავს:
ბიზნეს ანგარიშს;
ბიზნეს ბარათს;
ტერმინალს — 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
ონლაინ გადახდებს — საკომისიოს გარეშე;
ეს არის კომპლექტი, რომელიც ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტებს აერთიანებს.
ბიზნესის რეგისტრაციისთვის წინასწარ ფილიალში ვიზიტის დაჯავშნაც ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, პროცესი სრულად საკუთარ განრიგს მოარგოს.
გაიგეთ მეტი ბიზნესის ფილიალში რეგისტრაციის შესახებ ამ ბმულიდან.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












