დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე და განათლების გზაზე არ გაჩერდე

სტეო ოლიმპიადა საქბანკი

თუ ხარ VII-XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს მათემატიკა, ინჟინერია, ინფორმატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 18 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე.

STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სკოლის (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გარდა) ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.

 

პროექტი ორ ტურად გაიმართება:

·

 

თეორიული ტური - პირველ ეტაპზე, ყოველი მონაწილე გუნდის წევრები ინდივიდუალურად იმუშავებენ თეორიული ამოცანების ამოხსნაზე. კერძოდ, სამი მოსწავლე დაწერს მათემატიკის, ორი კი - ფიზიკის ტესტს.  თეორიული ტურის შედეგად დაჯამდება თითოეული გუნდის ხუთივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები და გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც გადავლენ ფინალში.

·

 

პრაქტიკული ტური - მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გადავა, ამ ეტაპზე მოსწავლეები 6-8 საათის განმავლობაში გუნდურად იმუშავებენ STEM  დავალებების ამოხსნაზე. შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი 10 000 ლარის ოდენობით.

 

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ტურში გასული გუნდების მენტორები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.

 

STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519

ტურავა
"ვაი, თქვე უტვინოებო" - მერაბ ტურავას პასუხი KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...

სოცმედია 1762749345

ლანა ღოღობერიძე
„ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა... ქუჩაში ბრბო კი არ დგას და მასა, არამედ, პიროვნებებისგან შემდგარი ერთობა“ - ლანა ღოღობერიძე

„ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება. მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეები...

პოლიტიკა 1762748914

ქოცები ყვარელი
„ქოცური რაზბორკები“ ყვარელში: „იყო ნადიმი ბიუჯეტის ხარჯზე... ყოფილი ნაცი ლევან გელაძე, რომელიც მერის მოადგილეა, შვილთან ერთად, თავს დაესხა საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ძმას, იყო ქვების სროლა... გელაძეს ცხვირი და სახე აღარ აქვსო“

"SOS ქოცების ქუჩური გარჩევის ამბებს გიყვებით ამ პოსტში. გუშინ ილიაობა იყო ყვარელში, იმ წმინდანი კაცის დღე, რომელმაც საკუთარი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა და ამ ქვეყნის განვითარებას სიცოცხლეც კი შ...

სოცმედია 1762748745