დავით თვალაბეიშვილი - ელექტროენერგიის საბალანსო ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების გადავადება არსებულ გამოწვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

თვალაბეიშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2022 წლის 1 მარტიდან დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება ენერგეტიკის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მასზე დიდად არის დამოკიდებული ზოგადად რეფორმის წარმატება. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგორესურსების გახსნილი და კონკურენტული ბაზარი საქართველოს რეალობაში პირველად ყალიბდება, ამისთვის აუცილებელია არა მხოლოდ უშუალოდ ბაზრის სტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, არამედ ბაზრის მონაწილეთა მზადყოფნა რეალური ვაჭრობებისათვის.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, რომელთა გათვალისწინებითაც ბაზრის ამოქმედება გადავადდა. მათ შორისაა, დამატებითი კონსულტაციები ბიზნესთან. შედეგად, ბირჟის ახალი მოდელის ამოქმედების გადადება საშუალებას მისცემს როგორც ბიზნესს, ასევე რეფორმის ავტორებს, უკეთ განსაზღვრონ პოზიციები. შედეგად, რეფორმას, მსხვილი ბიზნესის ამ ნაწილის სახით, დამატებითი მხარდამჭერი ეყოლება.

მინისტრის მოადგილემ გარემოებებად ასევე დაასახელა სავაჭრო პლატფორმების დამატებითი ტესტირებისა და აღრიცხვიანობის უფრო მეტად მოწესრიგების მიზანშეწონილობა. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ბაზრის ასეთი მასშტაბური რეფორმისთვის, რომელიც უკავშირდება საათურ ვაჭრობასა და თვითდისპეტჩირების მოდელზე გადასვლას, უაღრესად მნიშვნელოვანია სიმულაციურ რეჟიმში ორგანიზებული ბაზრების პლატფორმების სატესტო გაშვება, გამოცდა და დახვეწა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზრების რეალურ გაშვებამდე, აუცილებელია გარკვეული პერიოდი პროცესების გასწორებისთვის - მაგალითად, ბაზრის ინსტრუმენტების დასახვეწად, მონაწილეთა საბოლოო რეგისტრაციისათვის, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ შესაბამისი პროცესების დასრულებისათვის  და ა.შ.

დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მთელი სისტემის აღრიცხვის 1 საათიან ინტერვალზე გადაყვანა და პროფილირების ავტომატური სისტემების დანერგვა. „2020 წლიდან მოყოლებული ქსელური კომპანიების და საბითუმო ბაზრის მონაწილე კვალიფიციური საწარმოების მიერ აქტიურად მიმდინარეობს საანგარიშსწორებო აღრიცხვიანობის მოწესრიგების პროცესი. მოწესრიგების გეგმა გრაფიკი შეთანხმებულია სემეკთან შესაბამისი ნორმატიული აქტით და გაწერილია წლის ბოლომდე. ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამება და ანალიზი მოხერხდება მხოლოდ 2022 წლის იანვრის ბოლოს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„დატვირთვის სტანდარტული პროფილირება გამოყენებული იქნება ჩამნაცვლებელ მეთოდოლოგიად, მათ შორის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის მონაწილეებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის საათურად ჩასაშლელად, რადგანაც საცალო მომხმარებლებს ჯერ არ აქვთ საათური მრიცხველები და მთლიანად ე.წ. „ჭკვიან აღრიცხვაზე" გადასვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ ეტაპზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ ხორციელდება დატვირთვის სტანდარტული პროფილირების ავტომატური პლატფორმის გამართვა და მათი დაკავშირება აღრიცხვისა და ბილინგის სისტემებთან. ამ პროცესის დასრულებაც გათვალისწინებულია წლის ბოლოსთვის. შესაბამისად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანად გამოყენებული იქნება სიმულაციური რეჟიმის დასრულებისათვის, ახალშექმნილი მექანიზმების და დამხმარე პროგრამების აპრობაციისთვის და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ანგარიშის მომზადებისათვის," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირების ორი თვის გადავადებით დაწყება მინიმუმამდე დაიყვანს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად არის იდენტიფიცირებული და დღეს დგას რეფორმის განხორციელების პროცესში. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აღებული ვალდებულების არსთან, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი, კონკურენტული, ამავე დროს, მდგრადი და დაბალანსებული ენერგეტიკული ბაზარი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639

ლელა ჯეჯელავა
„დღე პოსტივი ჩემგან ოპოზიციონერ დოდოშკას გააკეთებს“ - ლელა ჯეჯელავა 

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: გუშინ პოსტივის პატარა გოგო მუხლობრივად მთხოვდა განმარტებას რატომ არის კანონი რუსული. ვაჩვენე ქარდი , არ დაკმაყოფილდა. ჩაბჟირდა . დუგინის განცხადება ვაჩვენე ,...

სოცმედია 1713248308

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713248094

ზურა ხაჩიძე
„მიპარვა და ხელის აწევა არის ლაჩრობა! დანარჩენს როცა შეგხვდები პირში გეტყვი!“ – ზურა ხაჩიძე ალეკო ელისაშვილს

„არაკაცი ხარ ალეკო ელისაშვილო და მხდალი!“, – ასე ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა...

სოცმედია 1713247614

ლორია ცოლი
ვინ არის გიორგი ლორიას მეუღლე

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე" გვიზიარებს. გიორგის რჩეული სალი კოპალიანია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

სოცმედია 1713247501