„დღეიდან, საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან“ - ლევან მოსეშვილი

მოსეშვილი

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“  თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები  რომის აეროპორტ

 

ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

 

პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა დაესწრო.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, რომ იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.

,,უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან, პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს" და წარმატებული ფრენები  ვუსურვო.

საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები, აქამდე, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით სრულდებოდა. დღეიდან კი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ კვირაში ორი სიხშირით რომის მთავარ აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით შესრულებული პირდაპირი ფრენები დაემატება. ჯამურად კი ქართული ავიაკომპანია იტალიის სამი ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს,-“განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს

 

პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება. 

 

“ჯორჯიან ეარვეისი”  უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების  მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272

მაჭარაშვილი
„მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი“ - გურამ მაჭარაშვილი

"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...

პოლიტიკა 1776686148

გზაა
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.   პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...

საზოგადოება 1776685806