„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში“ - ირაკლი ქარქაშაძე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1728706729
საქართველოს ისტორიაში პირველად, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეიდან ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში. საქართველოს ექვსი აეროპორტიდან ოთხში ერთდროულად იწყება ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები: თელავში და მესტიაში აშენდება ახალი ტერმინალები. ხოლო ქუთაისში იწყება ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.
ჩვენ გვაქვს საავიაციო ბიზნესის სტაბილური ზრდა, რამაც განაპირობა არა ერთი მსოფლიო დონის ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენს აეროპორტებში“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისივე განმარტებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს.
აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










