დიდი განახლება საქართველოს ბანკი ბიზნესში

საქბანკი განახლება

საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებაში დიდი განახლებაა. მომხმარებლების საქმიანობის მხარდაჭერისა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, ბიზნესისთვის შექმნილ ციფრულ პროდუქტებსა და ფიზიკურ საბანკო მომსახურებას არაერთი სიახლე შეემატა.

 

განახლების ფარგლებში, ბიზნეს მობილბანკს დაემატა წერილების მოდული , რომლის მეშვეობით კიდევ უფრო გამარტივდა და დაჩქარდა ბიზნესსა და ბანკს შორის კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ წერილების მოდული აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

განახლების ფარგლებში, საქართველოში პირველად, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით მოითხოვონ 80 000 ლარამდე თანხა, 3 თვით უპროცენტოდ ან 3-48 თვემდე ვადით (ეფექტური 19%-დან). სესხის გააქტიურება კი მობილბანკში, 2 წუთამდე დროშია შესაძლებელი.

 

განახლება ეხება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერსაც. რეგიონში უნიკალურ ციფრულ პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალი „Ad Quality”, რომლითაც განისაზღვრება ის, თუ რომელ არხებში გამოჩნდება ბიზნესის მიერ საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულები თუ ქეშბექი).

 

სულ მალე საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, ბიზნესის დაწყების მსურველი რეზიდენტი ინდ.მეწარმები ან შპს-ები  ბიზნესის დაარეგისტრირებას შეძლებენ. მომავალში ამ ფილიალების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და  სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ფილიალში რეგისტრირებული ბიზნესი შეძლებს ადგილზე, ან მობილბანკში გახსნას ანგარიში და საჩუქრად მიიღოს სასტარტო ნაკრები 6 თვით უფასოდ; ბიზნეს ანგარიში, ბიზნეს ბარათი, ტერმინალი 3 თვით მომსახურების საკომისიოს გარეშე და ონლაინ გადახდები — საკომისიოს გარეშე.

 

ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომი გახდება სატენდერო გარანტიის პროდუქტიც. კომპანიებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტიის წარდგენა სჭირდებათ, დოკუმენტის მიღება უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციურად, 1 საათში შეეძლებათ.

 

„საქართველოს ბანკი ბიზნესის დიდი განახლება ჩვენი სტრატეგიული მიზნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი და ამ ხედვას ემსახურება თითოეული პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ. ბიზნეს მობილბანკში, Ads მენეჯერში თუ ფილიალებში დამატებული პროდუქტები ბიზნესების ხელშეწყობას, მის  ზრდასა და განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ვართ პირველები ქვეყანაში ვინც, ბაზარს შესთავაზა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ბიზნეს სესხის გაციფრულებით; გარდა ამისა, გავაჩინეთ მეტი შესაძლებლობა, რათა ბიზნესები სამიზნე აუდიტორიას ადვილად მიწვდნენ და წარუდგინონ საკუთარი შეთავაზებები; გავამარტივეთ ბიზნესებისთვის რისკების დაზღვევა და  სხვა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ბიზნესს“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზვიად ცეცხლაძე
„ზვიად ცეცხლაძე ვინახულე მითხრა რომ წერილი მან დაწერა საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი“ - ჩელე ყურუა

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...

პოლიტიკა 1747825728

გახდი საქბანკი სტიპენდია
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. Fulbright-ი აშშ-ს მთავრობ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1747825582

ზარქუა ზუგდიდშია
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას უჩივლა

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. კიდევ ერთი ზუგდიდელი აქტივისტის, კერენ ესებუას ცნობით, პოლიციიდან მასაც დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმეა აღ...

პოლიტიკა 1747825185

დომოდედოვო
დრონებით თავდასხმის საფრთხე - დახურულია მოსკოვის 3 აეროპორტი

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747825005

ტყემალაძე
თბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.   ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გი...

პოლიტიკა 1747824514

გიორგი თარგამაძე რუხაძე
„ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი“ - ირაკლი რუხაძე თარგამაძეზე

ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლო...

პოლიტიკა 1747824233