დიზელის გენერატორების მრავალფეროვანი არჩევანი TMG Power-ში

გენერატორი

 გენერატორი არის ერთგვარი დაზღვევა და გამოსავალი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ელექტროენერგიის არსებობა ან უწყვეტობა გადამწყვეტია თქვენი ბიზნესისთვის. თუ თქვენი საქმიანობის სფერო მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომელიც დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე, ან აწარმოებთ სამშენებლო სამუშაოებს ისეთ ლოკაციაზე, სადაც ჯერჯერობით არ არის ელექტროენერგია,

 

მაშინ გენერატორში ინვესტირება საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენი სიმშვიდისა და სხვადასხვა ვითარებაში მუდმივი მზადყოფნისთვის.

 

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს გენერატორი საჭირო?
ქარიშხლებმა, მიწისძვრებმა, წყალდიდობებმა და სხვა სტიქიურმა უბედურებებმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეაფერხოს ელექტროენერგიის მიწოდება. ასეთ დროს გენერატორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო დაწესებულებებისა და საკომუნიკაციო არხებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

სულ რომ არ იყოს სტიქია, ხშირია შემთხვევა როცა, ელექტრო მომმარაგებლები პერიოდულად გეგმიურ სამუშაოებს აწარმოებენ, რაც იწვევს ელექტროენერგიის დროებით გათიშვას. მონაცემთა დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად მონაცემთა ცენტრები საჭიროებენ მუდმივ ენერგიას. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა სარეზერვო გენერატორები აუცილებელი, რათა ელექტროენერგიის გათიშვისგან დაიცვათ თავი და შეინარჩუნოთ სერვისის ხელმისაწვდომობა.

 

აქ ჩავამატოთ, რომ მთავრობის დადგენილებით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია, გენერატორის არსებობა კორპუსებში.

სად შეიძლება გენერატორის შეძენა? 
საქართველოში ამ სფეროში ლიდერი გახლავთ TMG Power Georgia, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გენერაციასა და მასთან დაკავშირებულ სერვისებს.

 

TMG Power Georgia-ს აქვს დიზელის გენერატორის მრავალფეროვანი არჩევანი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის დიზელის გენერატორებს, რომლებიც გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სანდოობით. TMG Power Georgia-ში ხელმისაწვდომია 2-დან 2000 კილოვატამდე გენერატორები, რაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

TMG Power-ის დიზელის გენერატორები გამოიყენება სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში, როგორიც არის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, მსხვილი სამშენებლო პროექტები და სხვა. კომპანიას დღესდღეობით 1000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

 

თუ შედარებით მცირე მოცულობის ენერგიის გამომუშავებისთვის გჭირდებათ გენერატორი, ამ შემთხვევისთვის TMG Power-ს აქვს პორტატული გენერატორი, რომელიც გადაადგილდება  მარტივად.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერატორებს აქვთ 2 წლიანი ქარხნული გარანტია,  ექსპლუატაციამდე კი უტარდებათ სრულყოფილი ტესტირება. კომპანიაში მკაცრად იცავენ ინდუსტრიის სტანდარტებს და უზრუნველყოფენ დიზელის გენერატორების გამართულ ფუნქციონირებას.

 

თუ გენერატორი დროებით გჭირდებათ...

 

თუ დიზელის გენერატორი დროებით გჭირდებათ და არ გსურთ მისი შეძენა, მაშინ TMG Power Georgia-ში შეგიძლიათ მისი ქირაობა სასურველი დროით. კვალიფიციური სპეციალისტები თქვენი საჭიროების მიხედვით აგარჩევინებენ სასურველ გენერატორს.  მობილური ჯგუფი კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400