eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

ანა შაქარიშვილ

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი კომპანიების ლიდერებს დაეთმო სცენა. მათ 400-მდე სტუმარს ინდუსტრიის უახლესი ტრენდები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის უფროსმა პროდაქტ ოუნერმა, ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა. მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ ცვლის ბანკი გადახდების კულტურას და როგორ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ დროისა თუ საერთაშორისო ბაზრების ბარიერები.

 

“eCommerce Day Georgia უკვე მესამე წელია, მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სივრცეს ქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტრიის მონაწილეები ერთმანეთს რეალურ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს უზიარებენ. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს ბანკის ინოვაციურ მიდგომებზე მესაუბრა. დღეს ციფრული ინსტრუმენტებისადმი მოთხოვნა სწრაფად იზრდება — განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ისინი ცდილობენ, საკუთარი პროდუქტი ონლაინ არხებში გაყიდონ და საზღვრებსაც გასცდნენ. საქართველოს ბანკში ჩვენ სწორედ ამ მიზნისთვის ვქმნით სრულ ეკოსისტემას — ერთ სივრცეს, სადაც მეწარმეს შეუძლია, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს, სულ რამდენიმე წუთში  გახდეს საქართველოს ბანკის მერჩანტი და სხვადასხვა სერვისითა და გადახდის მეთოდით ისარგებლოს”, - აცხადებს ანა შაქარიშვილი.

eCommerce Day Georgia 2025-ის მონაწილეები გლობალური ლიდერების - Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Amadeus და სხვა ბრენდების გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციაზე დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ სერვისების პლატფორმების განვითარებაზე, ლაივ და სოცმედია ელ.კომერციის სტრატეგიებზე და სხვა საკითხებზე გაიმართა.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებდა, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688