ელენე ცხადაიამ Clearstream-ის საერთაშორისო სამიტზე საქართველოს ბანკის რეგიონალურ საფონდო ბაზრებზე არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ელენე ცხადიაა საქბანკი

საქართველოს ბანკი რეგიონული ბაზრების განვითარების მხარდაჭერასა და გლობალურ ფინანსურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს.  ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ, პრაღაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ რეგიონულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონული კაპიტალის ბაზრების ტენდენციებს, განვითარების პერსპექტივებსა და პოსტ-ტრეიდინგის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტისა და დიგიტალიზაციის როლს დაეთმო.ფორუმზე ელენე ცხადაიამ აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება და საქართველოს ბანკის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვის მიმართულებით. იგი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პოსტ-ტრეიდინგის ევოლუციას მიეძღვნა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო პრაღაში გამართულ Clearstream-ის მე-19 სამიტში მონაწილეობა და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების, ტენდენციებისა და უნიკალური მახასიათებლების შესახებ საინტერესო დისკუსიებში ჩართვა”, – აღნიშნა ელენე ცხადაიამ.როგორც ლუქსემბურგში დაფუძნებული საერთაშორისო ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი (ICSD), Clearstream გლობალური მასშტაბით, მათ შორის საქართველოს ბანკისთვის, პოსტ-ტრეიდინგის ინფრასტრუქტურასა და ფასიანი ქაღალდების მომსახურებას უზრუნველყოფს. ფორუმი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ პროფესიონალს აერთიანებს და მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სექტორის ლიდერებისთვის გამოცდილების, ხედვებისა და ინოვაციების გასაზიარებლად.პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო Clearstream Securities Services-ის ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ურთიერთობების მენეჯერი, მუხამადჯონ იკრომოვი. „სასიამოვნო იყო არაერთ კოლეგასთან და ინდუსტრიის ლიდერთან  მე-19 Clearstream სამიტზე პრაღაში შეხვედრა. ღონისძიებაზე ღირებული მოსაზრებები და დისკუსიები მოვისმინეთ, რომლებიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ცვალებად ლანდშაფტს ასახავდა. მქონდა პატივი, მარიანა არშაკიანთან ერთად, ვყოფილიყავი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე ფოკუსირებული პანელური დისკუსიის მოდერატორი, სადაც, დისკუსიის გამორჩეულ მონაწილეებთან ერთად, განვიხილეთ ამ რეგიონების განვითარების ძირითადი მახასიათებლები და შესაძლებლობები. ყოველთვის სასიამოვნოა, იყო ასეთი მაღალი დონის დიალოგსა და თანამშრომლობის მონაწილე. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების წარმატებაში. მოუთმენლად ველი მე-20 ღონისძიებას”, — აღნიშნავს მუხამადჯონ იკრომოვი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141