ექსკლუზიური შეთავაზებები BMW და MINI მოდელებზე - SOLO x GT Motors კამპანია დაიწყო!

სოლო სპეციალური

SOLO-სა და GT Motors-ის ერთობლივი ექსკლუზიური შეთავაზება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი საავტომობილო ბრენდების უახლესი მოდელები უპრეცედენტო ფასდაკლებით შეიძინონ. შეთავაზება მოიცავს BMW-სა და MINI-ს ავტომობილებს, რომლებიც GT Motors-ის შოურუმებშია წარმოდგენილი.

 

უფრო კონკრეტულად, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილებზე:  BMW-ს iX, i4, i5, XM მოდელებზე, ასევე  MINI Aceman-სა  და MINI Countryman SE-ზე.

SOLO-სა და GT Motors-ის პარტნიორობის მორიგი ეტაპის ფარგლებში, წამყვანი გერმანული საავტომობილო ბრენდის, BMW-ს აღნიშნულ მოდელებზე იმოქმედებს ფასდაკლება 109 000 ლარამდე. ბრიტანული MINI-ს უახლეს და გამორჩეულ მოდელებზე კი 53 000 ლარამდე ფასდაკლებაა გათვალისწინებული.

 

ჯი-თი მოტორსი და SOLO უკვე დიდი ხანია  წარმატებით პარტნიორობენ. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში  გასული წლის ივნისში  საქართველოში  გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით BMW M Experience. ეს უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ისტორიაში პირველად, სარბოლო ტრასაზე, მომხმარებლებისთვის ლიმიტირებული BMW M5 CS და BMW M3 CS გახდა ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ავტოდრომზე ისეთი მოდელები გამოეცადათ, როგორებიცაა - M2, M4, X5 M, X6 M და XM.

 

„ჯი-თი მოტორსი“ 2008 წლიდან ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამგზავრო, ასევე კომერციული დანიშნულების ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის პორტფელში თავმოყრილია მსოფლიოს მოწინავე ბრენდები – BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki, რომელთა მეშვეობით „ჯი-თი მოტორსი“ ინოვაციური მობილობის სტანდარტებს ქვეყნის მასშტაბით ავითარებს. კომპანია BMW გლობალთან თანამშრომლობის ფარგლებში აშენებს BMW-სა და MINI-ს შოურუმს, რომელიც  უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. პროექტში, რომელზეც გერმანელმა და ქართველმა არქიტექტორებმა იმუშავეს, ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. „მომავლის შოურუმი “ Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურია
„ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“ – ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას მონაყოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,ამ კედელზე დაძრწის ამ იმბეცილის “პაძელნიკი”.იმის გასაგონად ვწერ,ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“

სოცმედია 1750094635

აშშ-ის საელჩო
„ჩამოყალიბდა ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის სერიოზულობა უნდა აჩვენოს“ - აშშ-ის საელჩო

დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი სა...

პოლიტიკა 1750092882

ისრაელის თავდაცვის ძალები 1
ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვ...

მსოფლიო 1750092794

ცაგურია
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია

თეა წულუკიანის კომოსიაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა: „საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ი...

პოლიტიკა 1750092666

საქბანკი გნთლების
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1750092595

ჯაფარიძე ზურა
`რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი წერილი საპატიმროდან

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება: “აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს...

პოლიტიკა 1750092525