ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1730884377

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდანაც, საქართველოს ბანკის დაფინანსების ჯამური მოცულობა 726 მილიონი ლარია.
საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, არამედ 2023 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე დაფინანსების მიხედვითაც. კერძოდ, „ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების 78% საქართველოს ბანკის მიერ იყო გაცემული“.
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესებმა ინვესტირება რამდენიმე ძირითად მწვანე სექტორში განახორციელეს, რაც დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მათი ბიზნესის განვითარებაზე (მაგალითად ნაკლები საოპერაციო ხარჯები), არამედ ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ინვესტირება განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოებაში, ნარჩენების მართვაში, მწვანე ტრანსპორტში, ენერგოეფექტურობასა და მდგრად სოფლის მეურნეობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშში აღნიშნული მიღწევები, მწვანე დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკი ქვეყნის კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში, მდგრადი მომავლის შექმნასა და დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მწვანე დაკრედიტების გაზრდას მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნითა და მდგრად პრაქტიკებზე ცნობიერების ამაღლებით“,- განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, 32 წლის კაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს:"პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი...
პოლიტიკა • 1747238076

პირველი პასუხი კობახიძის წერილზე ტრამპის გუნდიდან - ჯო უილსონი შტატების პირველი პირისთვის ოლიგარქის პრემიერის გაგზავნილ წერილს უხამსობად აფასებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი "ოცნებას" ივანიშვილის კრიმი...
პოლიტიკა • 1747237644