ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა - 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778062704
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა - 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.
"ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის.ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს.ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად. ინფლაციის 5.9 პროცენტამდე დაჩქარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. თუ ფასების ზრდის ტემპი არ შემცირდა, არ არის გამორიცხული რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს“ | წერს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" გავრცელებულ განცხადებაში.
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346
Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად (Georgia's Best for Research) დასახელდა. Euromoney Awards for Excellence უკვე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302200
საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა. Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784300400








