ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1754469151
ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CFN) თანამშრომლობით, ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.
კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში ამ ეტაპზე 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ლოგოში ირმის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციას გაიღებს.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომლის ფუნქცია ცოდნის გადაცემა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამიტომ, როცა საქმე ეკოსისტემების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თსუ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის პოპულარიზაციას და თემაზე ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანია სრულ თანხვედრაშია თსუ-ს ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თსუ-ს გერბზე/ლოგოზე გამოსახულია ირემი, რომელიც თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს – ეს არა მხოლოდ ძველი ქართული ხელოვნებით შთაგონებული სიმბოლოა, არამედ ძლიერი გზავნილიცაა, რომ თსუ სწორედ ის სივრცეა, სადაც ხდება ცოდნის და სიბრძნის გადაცემა თაობებს შორის.
“ბუნების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებას არ გულისხმობს, ეს არის პოზიციის დაფიქსირება იმაზე, რომ ბუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. როდესაც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები ერთიანდებიან გარემოს დასაცავად, იქმნება არა მხოლოდ ეფექტური შედეგი, არამედ ძლიერ საზოგადოებრივი გზავნილი: ზრუნვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია თუ ამას ერთად გავაკეთებთ. გმადლობთ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კამპანიის შემდგომ ეტაპებს”, - ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










