„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

კახა კალაძე1

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -ის 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ ყველა კომპანიას.

„ზოგადად, ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა რომ  საინტერესოა, ამაზე არაერთი გამოცემა წერს და ამაზე მეტყველებს არსებული ინტერესი, ინვესტიციები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა - ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები, მშვიდობას მოაქვს ამ ტიპის პროექტების განხორციელება.

მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციების, გადასახადების თვალსაზრისით და ყველა სხვა კომპონენტში არის საინტერესო ქვეყანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  ხელისუფლება, თავისი პოლიტიკით, ყველაფერს გააკეთებს ბიზნესის ხელშესაწყობად.

„ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს, ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს და მოსახლეობამ იგრძნოს კეთილდღეობა”, -  განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ პროექტის  დეტალებზე განმარტებები მას შემდეგ გაკეთდება, რაც შესაბამისი წინადადება იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას,  პროექტში The Sapir Organization-ის მონაწილეობას, რომლის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ქართული წარმომავლობის ალექს საპირია, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ეს ოჯახი საქართველოში ინვესტიციებით შემოდის.

„ზოგადად ძალინ მიხარია. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ვკითხულობდი, რომ ქართული წარმოშობის ებრაელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ფესვები საქართველოში აქვს, დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით. მან ძალიან თბილად ისაუბრა საქართველოს შესახებ. მიხარია, რომ ეს ოჯახი ინვესტიციების თვალსაზრისით შემოდის საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178