Euromoney-იმ გალტ & თაგარტი 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა საქართველოში

ევრომანი

საქართველოში ლიდერმა საინვესტიციო ბანკმა – გალტ & თაგარტმა – კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ მას ქვეყანაში  2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო გადასცა.

აღნიშნული ტიტული გალტ & თაგარტმა Euromoney’s Awards for Excellence-ის დაჯილდოების ფარგლებში მიიღო. იგი გლობალური საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად ითვლება.

გალტ & თაგარტისთვის აღნიშნული ჯილდოს მინიჭება დაეფუძნა საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებულ შეფასებებს, სადაც განხილული იყო ბანკის ბაზრის წილი, განხორციელებული გარიგებების მასშტაბი და სიხშირე, ინოვაციური პროდუქტები, მომხმარებლებზე მორგებული სერვისები და რეპუტაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

 

„ეს ჯილდო ძლიერი გუნდის, მომხმარებელთა ნდობისა და იმ მუდმივი განვითარების შედეგია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვიცადეთ. განსაკუთრებით ვამაყობთ იმ პროექტებით, რომლებიც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება, მათ შორისაა პროგრამა CMS, რომელსაც ამჯერად, საქართველოს შემდეგ, სომხეთში ვახორციელებთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვან ინოვაციებს ვნერგავთ საცალო მიმართულებით – მაგალითად, GT Trader-ის განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე  უხსნის წვდომას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბაზრის მონაწილეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაშიც ვეხმარებით – ამისთვის მუდმივად ვაძლიერებთ კვლევით მიმართულებას, რათა ბიზნესსა თუ ფართო საზოგადოებას მაღალი ხარისხის სექტორული ანგარიშები გავუზიაროთ. რაც მთავარია, მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რადგან აღნიშნული ჯილდო მათი ძალისხმევის შედეგია“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, უკვე 30 წელზე მეტია, რაც Euromoney გამოარჩევს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებმაც გამორჩეულობითა და ინოვაციური მიდგომებით ფინანსურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძლეს. დღეს ჯილდო “Euromoney’s Awards for Excellence” სექტორისთვის გლობალურად აღიარებულ სტანდარტსა და საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624