Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა

ტაგარტი

გალტ & თაგარტმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-იმ „2025 წლის კაპიტალის ბაზრების დაჯილდოებაზე“ იგი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა.

კაპიტალის ბაზრების დაჯილდოება გამოცემის ჯილდოს - Awards for Excellence-ის ნაწილია და მისი მიზანი ბაზრის მონაწილეთა ახალი სეგმენტის აღიარება და წარმოჩენაა. პროგრამაში ფასიანი ქაღალდების ბირჟები, საბროკერო კომპანიები, ბროკერ-დილერები და პოსტ-ტრეიდინგის სერვისის მიმწოდებლები მონაწილეობენ.

 

„ინდუსტრიის წამყვანი დაჯილდოების, Awards for Excellence-ის წარმატებული ხაზი გრძელდება, რომლითაც ჩვენ გლობალურად, საბანკო სექტორის მოთამაშეებს წარმოვაჩენთ. “კაპიტალის ბაზრების დაჯილდოების” ინიციატივით კი ამ პრესტიჟულ აღიარებას ბაზრის მონაწილეთა ახალ სპექტრზე ვავრცელებთ”, - აღნიშნავს ლორი მაკატრი, Euromoney-ის კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Euromoney - მსოფლიოში გამორჩეული ფინანსური გამოცემა გალტ & თაგარტის საქმიანობასა და გამოცდილებას დადებითად აფასებს. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძალისხმევას,  მუდმივად ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს და მათ მაღალი ხარისხის საინვესტიციო და საბროკერო სერვისები შევთავაზოთ. მადლობას ვუხდი გუნდის წევრებს, რადგან აღნიშნული ჯილდო თითოეული მათგანის შრომისა და ძალისხმევის შედეგია,“ – აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის,  ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ წელს გალტ & თაგარტს კიდევ ერთი, 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო გადასცა.

გალტ & თაგარტი საინვესტიციო ბანკი და უმსხვილესი საბროკერო კომპანიაა საქართველოში. იგი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო, რეგიონალურ და ლოკალურ ბაზრებზე არსებული მრავალი ტიპის სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტით ივაჭრონ. გალტ & თაგარტის ბროკერები მომხმარებლებს  ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. უნიკალური პროფესიონალური საინვესტიციო პლატფორმით G&T Trader-ით ინვესტორებს წვდომას აქვთ 50+ საერთაშორისო ბირჟაზე და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308