ევექსი კლინიკები რე|ბანკის პარტნიორია

რებანკი

რე|ბანკის პარტნიორებს დღეიდან ევექსი კლინიკების ქსელი შეემატა. რე|ბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ევექსი კლინიკებში ნებისმიერი მომსახურების საფასური ტოპ|ქარდით გადაიხადონ და დანახარჯი 3 თვეზე გადაანაწილონ ყოველგვარი დანამატის გარეშე. უფრო მეტიც, ტოპ|ქარდით ანგარიშსწორებისას ევექსი კლინიკების ნებისმიერ მომსახურებაზე, გამოკვლევებზე და კონსულტაციებზე  მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/App , რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ .

ტოპ|ქარდით პირველი შენაძენის გაკეთებაზე ვრცელდება აქციის პირობა და სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, ფასი 6 თვეზე თანაბარ გადახდებად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ონლაინ.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ რე|ბანკის პარტნიორების მრავალფეროვნებაზე და ვფიქრობთ, რომ ევექსი კლინიკებში ტოპ|ქარდის გამოყენება ბევრი ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლობა იყოს სასარგებლო როგორც ბანკისთვის, ასევე პარტნიორისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ტოპ|ქარდის მფლობელებისთვის.“ - მიხეილ გაფრინდაშვილი, რე|ბანკის დირექტორის მოადგილე.

„ვფიქრობ, რომ პანდემიამ ყველას ნათლად დაანახა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრიორიტეტულობა. ჩვენთვის, როგორც პირველადი ჯანდაცვის სექტორის ყველაზე მსხვილი პროვაიდერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი. ამისათვის ბევრი მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს. დღეიდან მომხმარებელს შეეძლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება ტოპ|ქარდის საშუალებით და ჯანდაცვაზე დანახარჯები დროში გაანაწილოს.“ - გიორგი გორდაძე, ევექსი კლინიკების დირექტორი.

რა არის ტოპ|ქარდი? 

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს რამდენიმე თვეზე, ისე რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ზედმეტს.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეგიძლია.

რე|ბანკს უკვე 1300-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge  | +995 32 222 25 25 | *2525

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800