ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო - ინიციატივის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ევერესტის გამარჯვებულები

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია.

 

2024 წლის საგაზაფხულო სეზონზე ოლიმპიადაში მონაწილეობა II-VI კლასის 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

 

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. სამი ტურის შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 61 მოსწავლე გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე კი სამი გამარჯვებული დასახელდა, რომელთაც საქართველოს ბანკისგან საჩუქრები (ლეპტოპები და მობილური ტელეფონი) გადაეცათ.

 

ევერესტის 2024 წლის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულები არიან: დამიანე მამრიკაშვილი, მე-2 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა), ნინო სეხნიაშვილი მე-3 კლასის მოსწავლე (დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), იოანე მამრიკიშვილი მე-4 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა).

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა II-VI კლასის მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, გამოცადონ საკუთარი თავი  და უნარები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, მიიღონ გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები და ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი პოტენციალის ათვისება. გვახარებს ევერესტის ოლიმპიადისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084