„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში" - თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია წარადგინა

თბს

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, პუბლიკაცია - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში" წარადგინა.

 

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა და პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრეს.

 

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის, გარკვეული პირობებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკები  და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

 

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

 

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

 

წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის მაგალითი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში - 60% შეადგინა.

 

წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

 

ევროკავშირი, გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი  ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.

 

რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.

 

ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.

 

დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.

 

ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე - მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.

 

საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

 

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმში ევროკავშირის წილი 11%-ია, ექსპორტში - 12%, იმპორტში - 24%, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი - 43%.

 

შედარებისთვის, საქართველოში 2016-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ 10% შეადგინა, მაშინ როდესაც ბულგარეთში, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2000-2006 წლებში, იგივე მიმართულებით, ზრდა 41% იყო. იმავე პერიოდებში, ექსპორტის მიმართულებით, საქართველოში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბულგარეთში კი - 23%-იანი.

 

ევროკავშირთან ინტეგრაცია საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს. 2022 წელს, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გასული პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი წილი სპილენძის მადანს, შემდეგ კი ეთილის სპირტს სპირტს ეკავათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბაიდენი
ბაიდენის საარჩევნო შტაბი მის მიერ კანდიდატურის მოხსნისთვის მზადებას იწყებს - ნიუ იორკ თაიმსი

ჯო ბაიდენის კამპანიაზე მომუშავე გუნდი, სავარაუდოდ, უკვე განიხილავს რა უნდა გააკეთოს, თუ ის კანდიდატურის მოხსნას გადაწყვეტს. ამის შესახებ ,,ნიუ იორკ თაიმსი" წერს პრეზიდენტის ახლო წრეზე დაყდნობით. ხუთშა...

მსოფლიო 1721553845

გარი კასპაროვი
რუსეთში სასკოლო სახელმძღვანელოდან ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების შესახებ, გარი კასპაროვი ამოიღეს

რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკ...

მსოფლიო 1721553553

ჩინეთი
ანაკლიის პორტის შემდეგ, ჩინეთი ვაზიანის აეროპორტის პროექტითაც დაინტერესდა

დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად ქართული ოცნება კრემლის ნარატივის გამტარებელ ჩინეთთან დაახლოებას  სულ უფრო მეტად ცდილობს. ჩინეთს უკვე ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი - ანაკ...

პოლიტიკა 1721553386

ტრამპი თავდასხმა
მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე - ტრამპი

მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლ...

მსოფლიო 1721553150

ქართველი
უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ორი ქართველი სამხედრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. ნადიმ ხმალაძისა და ვაჟა ცეცაძის "ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის" საქმეზ...

პოლიტიკა 1721552971

თოლ
თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

"მთავარი არხის" ინფორმაციით თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ბაკურ თოლორაია იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ცოცხალი და ჯანმრთელია. ბაკურ თოლორაია ორი დღის წინ დაიკარგა და მას ოჯახის წევრები ეძებდნ...

საზოგადოება 1721552751