ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა

ფოტო

ტრიუმფი დრამატულ ფინალში - რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია!
ქართველმა გეიმერმა eFootball-ის მუნდიალი მოიგო
როპაბეთმა ჩემპიონი პარტნიორობის ფარგლებში დაასაჩუქრა
 
 
 სად უნდა აიღონ მოქალაქეებმა მწვანე პასპორტი?COVID-19
15 ნოემბერი 7:29
 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?COVID-19
8 ნოემბერი 3:18
ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბერსპორტში - რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.

ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა. მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა.

მუნდიალს 24 მონაწილე ჰყავდა, რომლებიც ოთხ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებული, საიდანაც პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა პლეიოფის საგზური მიიღეს.

ქართველმა გეიმერმა ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ლუქსემბურგის წარმომადგენელს შანსი არ დაუტოვა და 3:0 მოუგო. ნახევარფინალში მას ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, იტალიელი გეიმერი შეხვდა, რომელიც BO5-ის სისტემით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართული კიბერსპორტისთვის ეს უკვე ისტორიული მოვლენა იყო.

ნანავამ დრამატულ ფინალში მექსიკელი მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გადამწყვეტ, მეხუთე თამაშს ბოლო წუთებამდე აგებდა და 87-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში გოლები არ გასულა, პენალტების სერიაში კი მეტოქის ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და 3:0 მოიგო.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, კომპანია ევროპაბეთი საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, რატი ნანავას სპეციალური პრემიით დაასაჩუქრებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ევროპაბეთი ჩემპიონს 5 000 ლარს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდიდან 2500 დოლარი იყო გამოყოფილი, რომელსაც ასევე რატი ნანავა მიიღებს. ევროპაბეთმა კი ჩემპიონი დამატებით 5 000 ლარით დაასაჩუქრა.

IESF-ის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიმდინარეობს ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტუნირი - Winter Cup, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 ლარს შეადგენს.

შეჯიბრებმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და პირველი სახეობა, რომელიც მაყურებელმა იხილა, PUBG MOBILE გახლდათ. მობაილ თამაშების მოყვარულებს PUBG-ისთვის თვალის დევნება ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ. 15 ნოემბერს დაიწყო League of Legends, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გულშემატკივრებს მატჩების ყურება ყოველ ორშაბათს, საღამოს 8 საათიდან შეეძლებათ. PUBG MOBILE-ისა და LOL-ის საპრიზო ფონდი 20 000 – 20 000 ლარით განისაზღვრა.

ამავე რაოდენობის საპრიზო ფონდი აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სახეობას  CS:GO-ს. საქართველოს ეროვნულ ლიგაში ის 16 ნოემბერს გამოჩნდა. ამ სახეობის მოყვარულებს, ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს შესაძლებლობა აქვთ, თვალი მიადევნონ ქვეყნის ყველაზე გამორჩეული გუნდების დაპირისპირებას.

კიბერსამყაროში DOTA 2 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, იდუმალი და ამოუწურავი რესურსების მქონე სახეობად ითვლება, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ქართულ ტურნირში 18 ნოემბრიდან ჩაერთვება. შეხვედრების პირდაპირი ტრანსლირება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, ხოლო საპრიზო ფონდი აქაც 20 000 ლარს შეადგენს.

20 ნოემბერს ასპარეზობა ფეხბურთის მოყვარულებს დაეთმობათ. ტურნირში FIFA 22 გამოჩნდება. 20-21 ნოემბერს პირველი ეტაპი ჩატარდება, ხოლო ყოველ ხუთშაბათს საუკეთესო რვა მოთამაშე წრიული სისტემით დაუპირისპირდება ერთმანეთს. ჩემპიონატი ლანში, კიბერარენაზე გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

ყველაზე ბოლოს ტურნირში TEKKEN ჩაერთვება, რომელიც 23 ნოემბრიდან დაიწყება. ამ სახეობაში საპრიზო ფონდი 8 000 ლარს შეადგენს. ჩემპიონატი ლანში ჩატარდება და მისი ყურება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი.

ყველა სახეობაში საუკეთესო რვა გუნდი, ხოლო ფიფასა და ტეკენში ტოპ რვა მოთამაშე, ასპარეზობას ევროპაბეთის Winter Cup-ზე გააგრძელებს. ფინალური შეხვედრები სპორტის სასახლეში შედგება. მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას კი ფედერაციის YOUTUBE-ის არხი უზრუნველყოფს. (https://www.youtube.com/cybertv )

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა - მათ შორის იყო რატი ნანავა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557