ბიზნესი & ეკონომიკა • 1709288168
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ბაკურიანში EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური ჰიმნის წარდგენა გამართა და მონაწილეებს ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ გააცნო. ფესტივალის ოქროს სპონსორია საქართველოს ბანკი.
ღონისძიების ფარგლებში, ბაკურიანის განახლებულ პარკში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. სტუმრებს კი ადგილზე სიმბოლური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დახვდათ.
„თილისმა „გუნდას“ სახელი იდეალურად გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია, რომელიც ამ თვალუწვდენელ მთებს სახლად მიიჩნევს. „გუნდას“ მოქნილობა და გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ოლიმპიელებისათვის აუცილებელი თვისებების: ძალის, მონდომებისა და სიზუსტის სიმბოლიზებაა. გუნდას მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები“, - აღნიშნავენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდში.
„საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ჰიმნი და მასკოტი იქნება ერთგვარი მოტივაცია როგორც სპორტსმენებისთვის, არ გაჩერდნენ და ამასთანავე, გულშემატკივრებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...
პოლიტიკა • 1739201128
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...
პოლიტიკა • 1739201047
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...
პოლიტიკა • 1739199422
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...
პოლიტიკა • 1739198853
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი