ევროპული დიპლომის ერთადერთი საგამოცდო ცენტრი საქართველოში, რომელიც სამედიცინო მიმართულებით ევროპულ ლიცენზიას გასცემს

კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიის მედიცინის ცენტრში ამოქმედდა ევროპული დიპლომის საგამოცდო ცენტრი ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში (EDAIC), რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტებს, რეზიდენტებსა და მოქმედ ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სერტიფიკატი ქვეყნიდან გაუსვლელად, შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შედეგად მიიღონ.

ევროპული დიპლომის საგამოცდო პროგრამა, რომელიც ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ევროპულმა საზოგადოებამ შეიმუშავა, საქართველოში კლინიკური მიმართულებით „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჩხაიძემ დააფუძნა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი მას ხელმძღვანელობას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცოტნე სამადაშვილი უწევს. სწორედ აქ არის შესაძლებელი გამოცდის პირველი, წერითი ეტაპის ჩაბარება არა მხოლოდ ქართველი რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, არამედ - დაინტერესებული სპეციალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გამოცდის მეორე ეტაპი, რომელიც ვერბალურია და ინტერვიუსა და გასაუბრებას მოიცავს, მუდამ იმ ქვეყანაში ტარდება, სადაც ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესია დაგეგმილი.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, მოემზადონ საგამოცდო პროგრამისთვის, გაიარონ შესაბამისი პროგრამა, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, გაიარონ გამოცდის ორივე ეტაპი და მიიღონ ევროპული ლიცენზია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, რომელიც მათ მთელი ევროკავშირის მასშტაბით აძლევს დასაქმების საშუალებას.

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გავრცელდება ვებ-გვერდზე 
www.cmchospital.ge და კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფიციალურ FB გვერდზე - https://bit.ly/3DVBRoK 

რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება ბმულზე: www.esaic.org/education/edaic/

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირი
ყურადღება - როდიდან და რამდენი ხნით აიკრძალება რუსთაველის გამზირზე მოძრაობა

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კ...

საზოგადოება 1670230064

პაპუაშვილი
„ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“ - შალვა პაპუაშვილი ევროტურით კმაყოფილია

„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირშ...

პოლიტიკა 1670229810

თაკო ჩარკვიანი
„ამას რას მოვესწარით“ - რაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს: „ამას რას მოვესწარით! ლაჩრები მძარცველები , გმირებს "ნაიომნიკებს "ეძახიან“

სოცმედია 1670229546

მეუფე სტეფანე
„ძროხები“ - მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა. როგორც „თაიმერი“ იუწყება. მარტვილის მონასტერში, საკვირაო წირვა-ლოცვის მიწურულს, ქადაგებაში კალაიჯი...

საზოგადოება 1670229124

ლაშა ბექაური
„გადამიყვარდა“ - ვინ უყვარდა ლაშა ბექაურს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა "ჟურნალ OK"-სთან ინტერვიუში გაამხილა ჰყავს, თუ არა მას შეყვარებული: "არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო. შემდეგ მასწავლებე...

სპორტი 1670228994

ბატურინი
„ჩვენი დავალება იყო...“ - რას ჰყვება ბახმუტის დამცველი სპეცდანაყოფის ქართველი მეთაური

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ, ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილ და გადარჩენილ ქართველ მეომართან. მიშა ბატურინი რუსი ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა. ის იმ სპეცდანაყოფს მეთაურობდა, რომელიც ქა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670228607