Extra.ge - ყველაზე დიდი marketplace საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1772988108
ონლაინ შოპინგი დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. როცა დრო ძვირფასია და არჩევანი დიდი, მომხმარებელი ეძებს სივრცეს, სადაც ყველაფერს ერთ ადგილზე იპოვის. სწორედ ასეთი, ყველაზე დიდი პლატფორმაა Extra.ge – ვირტუალური მოლი, სადაც სხვადასხვა მაღაზია, ბრენდი და პროდუქცია ერთ სივრცეშია გაერთიანებული. Extra.ge მომხმარებელს ფართო არჩევაბს, სწრაფ და უსაფრთხო მიტანასა და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს.
ცოტა რამ Extra-ს შესახებ
Extra.ge არის თანამედროვე marketplace, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც მომხმარებლებს, ისე სხვადასხვა მაღაზიასა და გამყიდველს. პლატფორმის მთავარი იდეა მარტივია: არ დაგჭირდეს ათობით ვებგვერდის მონახულება, როცა სასურველი პროდუქტის პოვნა ერთ ადგილზე შეგიძლია. Extra.ge-ზე სხვადასხვა მაღაზია საკუთარ შეთავაზებებს ათავსებს, მომხმარებელი კი ადარებს ფასებს, პირობებს და მისთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებს.
დღეს Extra.ge საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ონლაინ პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია 150,000-ზე მეტი პროდუქტი და 2,500-ზე მეტი სანდო მიმწოდებელი. აქ შეხვდები ყველაფერს: ტექნიკას, ავეჯს, სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტებს, სპორტულ აღჭურვილობას, საბავშვო ნივთებსა და კიდევ ბევრ სხვა კატეგორიას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
რატომ ირჩევენ მომხმარებლები Extra.ge-ს?
ონლაინ შოპინგისას, მომხმარებლისთვის გადამწყვეტი კომფორტი, სისწრაფე და სანდოობაა. Extra.ge სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული, პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ცდილობს, შოპინგის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და მოქნილი გახადოს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მომხმარებლები Extra.ge-ს ყოველდღიურად ირჩევენ.
- მიწოდების კომფორტი – Extra.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეკვეთის გაფორმებისას თავად აირჩიოს მისთვის სასურველი მიწოდების დროი. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დღის განრიგი წინასწარ აქვს დაგეგმილი და არ სურს, მიწოდებას მთელი დღე ელოდოს.
- სწრაფი სერვისი თბილისში – გარკვეული კატეგორიებისთვის და ლოკაციებზე ხელმისაწვდომია სწრაფი მიწოდების სერვისი, Extra Express, რომლის ფარგლებშიც პროდუქტი მომხმარებელს 35-50 წუთში მიეწოდება. ეს ფუნქცია იდეალურია მაშინ, როცა ნივთი სასწრაფოდ გჭირდება და დროის დაკარგვა არ გსურს.
- გადახდის მოქნილობა – Extra.ge სხვადასხვა გადახდის მეთოდს აერთიანებს, რათა შოპინგი მაქსიმალურად მარტივი გახადოს. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს საბანკო ბარათით, ისარგებლოს განვადებით ან განაწილებით, გამოიყენოს Extra ბალანსი ან გააერთიანოს გადახდის რამდენიმე მეთოდი ერთ შეკვეთაში.
- დაბრუნების მარტივი პოლიტიკა – თუ შეძენილი პროდუქტი მოლოდინს არ გაამართლებს, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, დაბრუნების მოთხოვნა მარტივად გასცეს. Extra.ge-ის დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით, პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მოთხოვნის დაფიქსირებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც მომხმარებელს დამატებით სიმშვიდეს აძლევს.
- მობილური აპლიკაცია – Extra.ge ხელმისაწვდომია iOS და Android აპლიკაციების სახითაც, რაც ნიშნავს, რომ საყვარელი marketplace ყოველთვის ხელთ გაქვს – სახლში, სამსახურსა თუ გზაში.
როგორ დავიწყოთ Extra.ge-ზე შოპინგი
Extra.ge-ზე შოპინგის დაწყება მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. პლატფორმის ინტერფეისი ინტუიტიურია და შესაბამისად, პირველივე შეძენის პროცესს ამარტივებს.
- შედი Extra.ge-ზე ან ჩამოტვირთე აპლიკაცია – ეწვიე ვებგვერდს ან ჩამოტვირთე Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია iOS ან Android მოწყობილობაზე და შექმენი პირადი ანგარიში
- მოძებნე პროდუქტი და შეადარე შეთავაზებები – საძიებო ველის ან კატეგორიების საშუალებით, იპოვე პროდუქტი. შეადარე სხვადასხვა გამყიდველის ფასები, პირობები და შეარჩიე შენთვის საუკეთესო ვარიანტი.
- აირჩიე გადახდა და მიწოდება – განსაზღვრე გადახდის მეთოდი, სასურველი მისამართი და მიტანის დრო, რომელიც შენი დღის განრიგს მოერგება.
ამ მოკლე და მარიტვი საფეხურების შემდეგ, შეკვეთას უმოკლეს დროში მიიღებთ.
შეჯამება
Extra.ge ის სივრცეა, სადაც ონლაინ შოპინგი მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ფართო არჩევანი, მოქნილი გადახდის მეთოდები და მიწოდების სერვისები მომხმარებელს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება. თუ გინდა, ყველაფერი ერთ ადგილზე იპოვო და შოპინგის პროცესი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიარო, Extra.ge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც შენ გჭირდება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776583264
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...
სოცმედია • 1776583076
„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...
მსოფლიო • 1776582759
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1776582533
"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...
კრიმინალი • 1776582471
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...
მსოფლიო • 1776582355











