ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ნიკო მაღლივი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს.  ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“  პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხედვა ურბანულ ხელოვნებაში გარდაქმნან.

 

ფესტივალის მიზანი ახალბედა ხელოვანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი ენერგიის ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებაა. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს იმ მოძრაობის განვითარებას, რომელიც ქალაქის ქუჩებს ახალ სიცოცხლეს სძენს.

„ნიკო“ მოძრაობაა, რომელიც უკვე ხუთი წელია არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ქუჩის არტისტებს აერთიანებს, მათ შორის: Dante Mdante-ს, მაშოლენდს, მუსია ქებურიას, TAMOONZ-ს და სხვა. ამ მოძრაობის ფარგლებში გაჩნდა „ნიკო მაღლივის“ ფესტივალის იდეაც, რომელიც 2019 წლიდან დღემდე თბილისის ურბანულ გარემოს არაერთი გამორჩეული ქუჩის ტილოთი ამდიდრებს.

ფესტივალი თსუ-სთან თანამშრომლობით ხორციელდება და მის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.

ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.

 

ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

მასალებთან მუშაობის ტექნიკას;კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა - ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები  აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308