გადასახადის გადამხდელები ელექტრონული მომსახურებისთვის ახალი შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ
ბიზნესი & ეკონომიკა • 1630138954
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყებაში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვანისაერთაშორისო პროექტი,რომელთაგან ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტი - „საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივა“. აღნიშნული პროექტის მიზანია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე გადასახადის გადამხდელების მხრიდან, თვითმომსახურების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ელექტრონული სერვისების მაქსიმალურად დისტანციურად გამოყენებას და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების მაქსიმალურ მოქნილობას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში, განხორციელდა მნიშვნელოვანიცვლილება,რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურების გადახდის ახალი პირობების, მათ შორის, საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ან განახევრების, შემოღებას იმ პირებისთვის, რომლებიც შესაბამისი მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენენ ელექტრონული ფორმით, მათივეავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებას და დისტანციური სერვისებით სარგებლობას, რისი მნიშვნელობაც განსაკუთრებით თვალნათლივ წარმოჩინდა გლობალური პანდემიის პირობებში. სერვისების ელექტრონული ფორმით გამოყენება საშუალებას აძლევს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით, ამასთან განცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმში, ნებისმიერ დროს. თვითმომსახურების წახალისება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2021-2024 წლების სტრატეგიის მიზანს და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში კიდევ სხვა სიახლეებიც იქნება ხელმისაწვდომი.
აქვე წარმოგიდგენთ, იმ განცხადებების ჩამონათვალს, რომლის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან:
• საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
• საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
• გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენის შესახებ;
• მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
• მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
• ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა;
• გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში);
• ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასურები განახევრდება, ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში შემდეგ განცხადებებზე:
• საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის გაფორმების შესახებ;
• შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია სტაციონალური ობიექტებისათვის-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის;
• მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.
გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის ახალი პირობით სარგებლობა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










