ბიზნესი & ეკონომიკა • 1712051199
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის" მე-5 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.
პირველი ადგილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - გვანცა ხახიაშვილმა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ლუკა სოფრომაძემ, მეორე საპრიზო ადგილი კი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტმა - ელენე ბეჟანიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - გიგი მიშელაძემ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - S&P 500-ის ფონდი გადაეცათ.
პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 215 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა დავალებაზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.
„პროექტის ფინალში, სულ რაღაც 4 საათში უნდა მოგვეხერხებინა მე და ჩემს მეწყვილეს ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის უნარებისა და ძლიერი მხარეების გაგება, დავალებების სწორად განაწილება და შესრულება. გამარჯვებისგან შორს არ ვიყავით, თუმცა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა შედეგი", - გვანცა ხახიაშვილი, პროექტის გამარჯვებული.
"უნივერსიტეტში ჩაბარებიდან, მალევე გავიგე თიბისი კემპის შესახებ. მახსოვს, როგორ ელოდებოდნენ უფროსკურსელები მის დაწყებას. პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მზად ვიყავი საინვესტიციო სფეროს მიმართულებით ნაბიჯი გადამედგა. ყველაზე საინტერესო და ყველაზე დიდი გამოწვევაც ფინალური ეტაპი იყო. 4 საათში ჩვენ არამარტო პრეზენტირებისა და ანალიტიკის, არამედ გუნდურობის, დროის განაწილების და სხვა უამრავი უნარიც უნდა გამოგვეჩინა", - ლუკა სოფრომაძე, პროექტის გამარჯვებული.
"რაც ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ მინდოდა, ჩემი ძალები საინვესტიციო სფეროში მომესინჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახლა ვითარდება, არ მეგონა, რომ ამ მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას ვიპოვიდი. კემპში ყველაზე საინტერესო რეალურ და აქტუალურ ქეისებზე დაფუძნებული დავალებები იყო. მუშაობის პროცესში უამრავი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გაანალიზება გვიწევდა, რამაც საშუალება მოგვცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა და ჩვენი უნარები გამოგვეცადა", - ელენე ბეჟანიძე, პროექტის გამარჯვებული.
„სფეროს დინამიკურობიდან გამომდინარე, საინვესტიციო საბანკო საქმიანობით და ფინანსებით, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. თიბისი კემპმა საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალება მომცა. ყველაზე საინტერესოდ ფინალური ეტაპი მახსენდება, სადაც მთავარი ამოცანა 4 საათში უცხო ადამიანთან სინერგიის პოვნა და ისეთი გუნდის შექმნა იყო, რომელიც დამაჯერებლად წარადგენდა პრეზენტაციას", - გიგი მიშელაძე, პროექტის გამარჯვებული.
„კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...
პოლიტიკა • 1739201128
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...
პოლიტიკა • 1739201047
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...
პოლიტიკა • 1739199422
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...
პოლიტიკა • 1739198853
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი