გახდი საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული და ისწავლე გერმანიაში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1750262800
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ავლენს და მათ შესაძლებლობას აძლევს ბერლინში, Miami Ad School Europe-ში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
წელს პროგრამა განსხვავებული ფორმატით ტარდება: რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ერთწლიანი იქნება და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
სტუდენტები ორი სემესტრი ონლაინ, ორი სემესტრი კი ბერლინში ისწავლიან. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
განათლების გზაზე არ გაჩერდე - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 5 გამარჯვებული და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











