გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

გალტ

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსდა.

ობლიგაციებზე 8.25%-იანი საპროცენტო განაკვეთი დადგინდა, ხოლო ვადიანობა 2 წლით განისაზღვრა. ობლიგაციები საქართველოს ან თბილისის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

“ვულოცავთ გუდაური ლოჯს და საქართველოს კაპიტალს კომპანიის სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განათავსებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში.  ინვესტორების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი კაპიტალის ბაზრისა და კომპანიის გამოცდილებისადმი ნდობაზე მიუთითებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

შპს „გუდაური ლოჯი“ პრემიუმ კლასის სასტუმროა გუდაურში — წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე საქართველოში. სასტუმრო 2019 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს მრავალფუნქციურ სერვისებს სთავაზობს ერთ სივრცეში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827