გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა ADB-ის შეხვედრაზე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების გამოცდილება გააზიარა

გალტი

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

 

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში გაიმართა. იგი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებსა და  ეკონომისტებს მასპინძლობდა. შეხვედრის წლევანდელი თემატიკა იყო „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის მშენებლობა“.

გიორგი კუპრაშვილმა პანელურ დისკუსიაზე „Revolutionizing the Capital Markets: The Race for Sustainability in Emerging Economies“ კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებით გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. დისკუსია  გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) თემატიკას შეეხებოდა და მიმოიხილავდა განვითარებად ეკონომიკებში კაპიტალის ბაზრების როლს ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში.

“ჩემთვის დიდი პატივია, მქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბაზრის გამორჩეულ ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის გლობალურ ფორუმზე  მიმეღო მონაწილეობა. გალტ & თაგარტში გვჯერა, რომ კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაცია მდგრადობისკენ არა მხოლოდ გლობალური ტენდენცია, არამედ, განვითარებადი ეკონომიკების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საამაყოა, რომ ჩვენი საქმიანობით ქვეყანასა და რეგიონში ამ მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. პანელურ დისკუსიაზე საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები და განვამტკიცოთ წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში,“ - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა განამტკიცონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრები აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განხილვის მთავარ ფორუმად იქცა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეე
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.   როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...

საზოგადოება 1747826851

კალა კალაძე
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...

საზოგადოება 1747826786

ზვიად ცეცხლაძე
„ზვიად ცეცხლაძე ვინახულე მითხრა რომ წერილი მან დაწერა საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი“ - ჩელე ყურუა

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...

პოლიტიკა 1747825728

გახდი საქბანკი სტიპენდია
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. Fulbright-ი აშშ-ს მთავრობ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1747825582

ზარქუა ზუგდიდშია
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას უჩივლა

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. კიდევ ერთი ზუგდიდელი აქტივისტის, კერენ ესებუას ცნობით, პოლიციიდან მასაც დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმეა აღ...

პოლიტიკა 1747825185

დომოდედოვო
დრონებით თავდასხმის საფრთხე - დახურულია მოსკოვის 3 აეროპორტი

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747825005