გალტ & თაგარტის გუნდის წევრებიADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ
ბიზნესი & ეკონომიკა • 1746620820
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი, დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძედა კაპიტალისბაზრებისსამსახურისუფროსი, ვანო კიკვილაშვილიაზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში იმართება. ღონისძიება მასპინძლობს მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებს, ეკონომისტებს და ა.შ.
გალტ & თაგარტის გუნდის წევრებიმაღალი დონის შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებსა და არაფორმალურ ღონისძიებებსესწრებიან, სადაც შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო პარტნიორებთან და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთონ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ სესიებში.
„გალტ & თაგარტის მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში ხაზს უსვამს ჩვენს ძალისხმევას, დავამყაროთ ძლიერი საერთაშორისო კავშირები და გავამტკიცოთ ჩვენი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გალტ & თაგარტის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა გავუზიაროთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.
„აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ფინანსურ თუ საინვესტიციო საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო გავაღრმაოთკავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ამასთანავე,მივიღოთ ინფორმაცია ინდუსტრიის პრიორიტეტებსა და დინამიკაზე“, — აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ &თაგარტის დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობები გააძლიერონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს - ამის შესახებ ინფ...
პოლიტიკა • 1779086118
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა | Bloomberg-ის ცნობით ლიცენზია, რომელიც სანქცირებული ნავთობის ნაწილის გაყიდვის უფლებას იძლეოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაახანგრძლივა. ირანში მიმდინარ...
მსოფლიო • 1779085387
უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა რუსული დეზინფორმაცია უწოდეს კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და...
მსოფლიო • 1779085322
მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტის, ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე...
შემთხვევა • 1779085177
„კატიუშა” და სხვა მელოდიები - რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის...
პოლიტიკა • 1779084106
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:პრე - ჩვენ ვყვიროდით - ცოტანი... პოსტ - თქვენ იყვირეთ - ბევრმა... და ვაი, ვაი, არ გამაგონოთ.... ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება....
სოცმედია • 1779083590












