გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ფორუმზე მიიღეს მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1720432777
2024 წლის 4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების და კვლევების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელები.
გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების მიმართულების უფროსის , ვანო კიკვილაშვილის გამოსვლა კაპიტალის ბაზრის მეშვეობით განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილება მწვანე დაფინანსების მოსაპოვებლად არის საჭირო. ასევე, სპიკერმა განიხილა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისა და სხვა განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულებით ყველაზე რელევანტური დაფინანსების საკითხები.
ფორუმზე ჰიდროენერგეტიკის პოტენციალის მაქსიმიზაციის საკითხზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც გალტ & თაგარტის ენერგეტიკის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი უძღვებოდა. პანელზე ჰესების დეველოპერების, სახელმწიფო ელექტროსისტემის და Invest in Georgia-ს წარმომადგენლებმა ჰიდროპოტენციალის მაქსიმალური ათვისების საკითხზე, სექტორის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის უხვი რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რეგიონის ენერგეტიკული ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს და ევროპის მასშტაბით, სუფთა ენერგიის ექსპორტიორად პოზიციონირდეს.
ფორუმში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები, სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა დამსწრეებს სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები წარუდგინეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












