გალტ & თაგარტმა ADB-ის კონფერენციაზე მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდილება გააზიარა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1757659860
საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე „Regional Workshop on GSSS Bonds“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიება მდგრადი დაფინანსების თემატიკას დაეთმო და ერთდროულად, საქართველოსა და სომხეთში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას რეგიონის ქვეყნებს შორის.
პანელურ დისკუსიაში საქართველოსა და სომხეთის ის წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც მდგრადი კაპიტალის ბაზრებზე აქტიურად ოპერირებენ. პანელისტებმა აუდიტორიას საკუთარი წარმატების, გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, აზიის განვითარების ბანკმა კი კაპიტალის ბაზრებზე მისი, როგორც ტრანზაქციების მხარდამჭერის, როლი მიმოიხილა.
“საქართველოში, მდგრადი დაფინანსების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა უკვე არსებობს, თუმცა, დამატებით განვითარების პოტენციალიც მაღალია. დისკუსიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა,საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაგვეზიარებინა როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ მოთამაშეებთან. მსგავში შეხვედრები ქმნის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას და რეგიონის, როგორც სანდო საინვესტიციო არეალის, უკეთ პოზიციონირების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტი ამ პროცესში საქართველოსა და სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
„აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოსა და რეგიონში ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობის ფარლგებშიც არაერთ წარმატებულ განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა. მდგრადი დაფინანსების სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად ვითარდება, საქართველო და სომხეთი კი ამ ბაზარზე სანდო აქტორებად ყალიბდებიან. მწვანე, სოციალური, და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები პირველ რიგში კომპანიებს მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება, რაც როგორც საოპერაციო ისე ფინანსუროპტიმიზაციაში აისახება. ეს, ასევე, ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების მოძიებასა და ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნაში. ჩვენ ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას დაძლიერი სამოქმედო ჩარჩოების შექმნას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. - ამბობს ტატო ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი კავკასიაში.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










