გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა

გალტ

გალტ & თაგარტმა თბილისში ICT Association of Georgia-ს მიერ გამართულ კვარტლურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ასოციაციის წევრებთან, პარტნიორებთან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, IT ეკოსისტემაში მიმდინარე ინიციატივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ მდივანმა IT სექტორის კვლევა წარადგინა.

საქართველოში IT სექტორი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორებია 2020 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო შეღავათები, საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, რამაც საქართველო IT სპეციალისტებისა და კომპანიებისთვის მიმზიდველ ჰაბად აქცია. შედეგად, IT მომსახურების სექტორის შემოსავლები და ექსპორტი სწრაფი ზრდით  ხასიათდება.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გავლენით შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ინტეგრაციიაზე. გლობალური ტენდენციების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის სპეციალიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან AI-ის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციისა და სპეციალიზებული უნარების მქონე კადრებზე იზრდება. World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაო პროცესები ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის თანაბრად გადანაწილდება, რაც უწყვეტი გადამზადების აუცილებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ კონტექსტში, საქართველოში სამუშაო ძალის განვითარება ICT ექსპორტის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობას წარმოადგენს.

გალტ & თაგარტის კვლევის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ICT Association of Georgia ქვეყანაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ასოციაციის მიზანია, გაიზარდოს სექტორის კონკურენტუნარიანობა, მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331