გალტ & თაგარტმა საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1709150529
გალტ & თაგარტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
გალტ & თაგარტის კვლევა მოიცავს სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე განიხილავს სეკურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში.
სეკურიტიზაციის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად გალტ & თაგარტმა გამოიკითხა ბაზრის ყველა მოთამაშე, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა პოტენციური ინვესტორები. აღნიშნულის შედეგად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის მხარეს (ინვესტორებს), ისე სეკურიტიზაციის პროდუქტების პოტენციურ ბენეფიციარებს (originators).
„კაპიტალის ბაზრის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. ამ კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვა და ამ ინსტრუმენტებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია. გალტ & თაგარტი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. შარშან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩვენ კერძო კაპიტალის შესახებ წარვადგინეთ კვლევა. დღეს, იგივე პროგრამის ფარგლებში სეკურიტიზაციის განვითრების შესაძლებლობაზე გვაქვს წარმოდგენილი ანგარიში. ვფიქრობთ, რომ USAID-ის და სხვა დონორების მხარდაჭერა ამ ტიპის კვლევებისადმი მნიშვნელოვანია საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებისთვის“,-განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
###
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ:
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”
სოცმედია • 1768966298
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069












