გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გალტტ

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგძობს. ამ მიზნით, გალტ & თაგარტმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან GTN-თან თანანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. GTN მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს უზიარებს და შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები დანერგონ.

გალტ & თაგარტმა, GTN-თან პარტნიორობით, უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება. სიახლე შეეხო G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული G&T Trader-ის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.

 

თანამშრომლობის შედეგად, გალტ & თაგარტის ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:

·

 

აშშ-ის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო მეტი საფონდო ბირჟა;

·

 

აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX და სხვა აქტივების კლასების დიდი არჩევანი;

·

 

24-საათიანი ვაჭრობის შესაძლებლობა ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე.

·

 

ალგორითმული დავალებების მრავალფეროვანი არჩევანი;

·

 

წილადობრივი აქციები, ETF-ები და ობლიგაციები.

·

 

ინტერფეისის ცვლილება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

·

 

Trading View - გრაფიკების უკეთესი ანალიზისთვის და სხვა უპირატესობები.

„მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან — GTN. ვაფასებთ მათ ინოვაციურობასა და მრავალწლიან გამოცდილებას საინვესტიციო ტექნოლოგიების განვითარებაში. მათი მხადარდაჭერით, ჩვენ მომხმარებლებისთვის ვავითარებთ საინვესტიციო პლატფორმას, სადაც მათ საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიცირების შესაძლებლობა აქვთ, იღებენ უფრო მეტად ინფორმირებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგად, კიდევ უფრო უკეთ განკარგავენ საკუთარ აქტივებს. ჩვენ მადლობას ვუხდით GTN-ის გუნდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, მომავალში, საერთო ძალებით, ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

 

„GTN-ისთვის სასიხარულოა Galt and Taggart-თან, საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობა. ჩვენი ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტი შექმნილია ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფართო სამომხმარებლო ბაზას ემსახურებიან. ჩვენი გაერთიანებული ძლიერი მხარეებით, მომავალ წლებში საქართველოს ბაზარზე მრავალი ინოვაციის დანერგვას ველით“, - განაცხადა დამიან ბანსმა, GTN-ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331