ბიზნესი & ეკონომიკა • 1712848925
საქართველოს ბანკი მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ ინფორმაციას სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, მიეღოთ პასუხები საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავიშრებით მათთვის საინტერესო კითხვებზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.).
„საქართველოს ბანკში გვჯერა, ახალგაზრდების და იმის, რომ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით გაიმართა, საკუთარ თავში მოიაზრებს შესაძლებლობას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესახებ და მიიღონ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. გვახარებს ღონისძიებისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესი. ვიმედოვნებთ, რომ განათლების გამოფენა პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი მიზნების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...
საზოგადოება • 1737786055
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დღეს, ორჯერ ზედიზედ , ისეთ რესტორანში ჩართეს " მიშა მაგარია", სადაც აკრძალული ჰქონდათ ამ შეკვეთის მიღება და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"-ით იყო ჩანაცვლებული, რის გამოც წლებ...
სოცმედია • 1737785673
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737785158
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი