გენადი არველაძე ავსტრიული საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

გენადი არველაძე

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორ მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრა გამართა ავსტრიის ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს „Advantage Austria" - ის პრეზიდენტ მიქაელ ოტერთან, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე, განსაკუთრებით, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. 

ასევე გაიმართა შეხვედრები უძრავი ქონების სექტორში მომუშავე მსხვილი ავსტრიული კომპანიების IMMOFINANZ AG - ის და Robul - ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე წარდგენილი კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან, რათა უკეთ შეისწავლონ საქართველოს ბიზნეს გარემო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
"ენმ"-ს მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით მიემართებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლების მოთხოვნით, სარფიდა...

პოლიტიკა 1635002590

ირაკლი კუპრაძე
"ეს ქალაქი ჩვენი ყველასია, ყველასი ვინც აქ დგახართ, ვინც აქ არ დგას, ვისაც ეშინია და ეს შიში უნდა გადავტეხოთ" - ირაკლი კუპრაძე

,,ჩვენ დღეს შეიძლება აქ განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მომავალზე განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვთანხმდებით აწმყოზე"- ეს განცხადება პარტია ,,ლელოს"...

პოლიტიკა 1635002529

ხატია
"როდესაც დაინახავთ მიხეილ სააკაშვილს მინდა გახსოვდეთ რისთვის ზის ციხეში და ვისთვის ჩამოვიდა საქართველოში" - ხატია დეკანოიძე

,,ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა მოქალაქეებისთვის და მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვის რამდენი ვართ, რატომ ვართ და ვისთვის ვართ" - ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და ქუთაისის...

პოლიტიკა 1635002144

მიშა მისალმება
ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ბათუმში ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მესამე პრეზიდენტმა წერილით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  "ჩემო ახლობელო, მშობლიურო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შ...

პოლიტიკა 1635001988

წიქარაძე
"პედაგოგებმა დამირეკეს და მთხოვეს იუზერი და პაროლი მოგვეცი, ჩვენ დაგიწერთ და გექნება ატესტატიო" - როგორ გასცემენ ატესტატებს 139-ე სკოლაში

ჟურნალისტი ლუკა წიქარიშვილი სკოლის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც თავად წერს, მას ქულების დამრგვალება შესთავაზეს მასწავლებლებმა, რათა ატესტატი აეღო. თუმცა, მან უარი...

საზოგადოება 1635001916

კირთაძე
"თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით" - კირთაძე სააკაშვილს

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა. მისი თქმით, თავისუფლ...

პოლიტიკა 1635001210