გენადი არველაძე - საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს

გენადი არველაძე

ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის  ეკონომიკურ და ციფრულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფლორიან ფრაუშერი. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად ჩატარდა.


სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები.


კომისიის სხდომის ფარგლებში, ავსტრიის მხარემ წარადგინა წინადადებები სხვადასხვა ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგებით, მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის მიმართულებით დაინტერესების შესახებ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ხაზი გაესვა იმასაც, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი ბევრად მეტია. ითქვა, რომ არსებობს ავსტრიასა და ზოგადად ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქტის განთავსების შესაძლებლობა, რასაც იძლევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA). როგორც სხდომაზე აღინიშნა, პოტენციალი იმისა, რომ DCFTA - ით მეტმა ქართველმა ექსპორტიორმა ისარგებლოს, ძალიან დიდია.


კომისიაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ეკონომიკის სხვა დარგების მიმართულებითაც. მათ შორის, ქართულმა მხარემ დასვა საკითხი სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვების ნებართვების კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2021 წელს საქართველოდან ავსტრიაში სახმელეთო გადაზიდვების მოცულობა 10,5 პროცენტითაა გაზრდილი. სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიიდან საქართველოს გავლით დერეფნის გამოყენებაზე სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვებისთვის და ამ მიზნით ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.


კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, გენადი არველაძემ და ფლორიან ფრაუშერმა ხელი მოაწერეს კომისიის ოქმს. მასში აისახა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, დიგიტალიზაცია, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ევროინტეგრაცია და სხვა.

„ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაშიც საქართველო-ევროკავშირის შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გვიწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართული პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს ავსტრიის ბაზარზე 5%-ით გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ბევრად მეტია. საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული შესაძლებლობები უფრო მეტად გამოვიყენოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344