გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვაში მონაწილეობს

გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე 2015-2020 წლებში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის ამსახველი ანგარიშების განხილვაში  მონაწილეობს, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. განსახილველად წარდგენილია ორი ანგარიში - პირველის ავტორია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნო, მეორის კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.


სხდომაზე საქართველოს სამთავრობო ანგარიშის მიმოხილვა წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომელმაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, მან ასევე ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ვაჭრობის სფეროში დანერგილ რეფორმებზე და მათ განხორციელებაზე.


2015-2020 წლებში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ მიმოხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს შორის. მათ შორის, ორგანიზაციის წევრი 14 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დაისვა 230 - ზე მეტი შეკითხვა ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო პოლიტიკის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და სხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, სტრატეგიული ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას მაღალი შეფასება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების გამართვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაა. ორგანიზაციის წესების თანახმად, მისი ყველა წევრი ვალდებულია პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრებს შორის გამჭვირვალობას და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ხელშეწყობას. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 2000 წლიდან. აქამდე, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის განხილვა ორგანიზაციის მიერ ორჯერ 2009 და 2016 წლებში განხორციელდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534