გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა

გენადი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და თანამშრომლობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. 

შეხვედრა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკის განვითარების და სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ორგანიზაციის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინიციატივებსა და დეკლარაციებზე საქართველოს მიერთების შესახებ. საუბარია დეკლარაციაზე „მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების შესახებ" (Declaration on MSMEs); ინიციატივაზე „ინვესტიციების წახალისება განვითარებისთვის" (Initiative on Investment Facilitation for Development); დეკლარაციაზე ვაჭრობისა და ჯანდაცვის შესახებ (Declaration on Trade and Health). გენადი არველაძის თქმით, საქართველო აქტიურად  განაგრძობს აღნიშნული ორგანიზაციის სხვადასხვა ინიციატივებთან მიერთების საკითხის განხილვას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686