Global Brands Magazine-მ საქართველოს ბანკი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დაასახელა

საქბანკი ბრენდია

საქართველოს ბანკმა მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე სანდო საბანკო ბრენდად დასახელდა. დაჯილდოება „Global Brand Awards“  ბრიტანული გამოცემა Global Brands Magazine-ის ინიციატივით იმართება და იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამორჩეული მიღწევებისა და პერფორმანსის მქონე ინსტიტუტების წარმოჩენასა და აღიარებას ემსახურება. წელს, ქვეყნის მასშტაბით, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებს შორის, გამოცემის ფოკუსში მხოლოდ საქართველოს ბანკი მოხვდა. იგი საბანკო სექტორში უნიკალური და გამორჩეული სერვისის მიმწოდებელ ბრენდად შეფასდა.

 

„საქართველოს ბანკმა ეს აღიარება მოიპოვა ინოვაციის, ხარისხის, ბრენდის აქტივობების, მაღალი დონისა მომსახურებისა და პერფორმანსის კუთხით გაწეული ძალისხმევის გამო, რაც  რეგიონში მტკიცე საბანკო სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია Global Brands Magazine-ის შეფასებაში.

 

„მოხარული ვართ, რომ საბანკო სისტემის განვითარებაში საქართველოს ბანკის მიერ შეტანილი წვლილი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო გამოცემის მიერ. ყველაზე სანდო საბანკო ბრენდის ტიტული ხაზს უსვამს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ბანკმა გასული წლების განმავლობაში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღწევად, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვისა და ბრენდის გაძლიერებისთვის გასწია. ყველა პროცესი, რომელიც საქართველოს ბანკში ხორციელდება, სწორედ სანდოობის მაღალი სტანდარტების განმტკიცებას ემსახურება, ამიტომ ვამაყობთ, რომ დაჯილდოების ფარგლებში ბანკმა ამგვარი შეფასება დაიმსახურა. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ძალას, არ გავჩერდეთ და არაერთი საინტერესო ინიციატივა განვახორციელოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, Global Brands Magazine ბრიტანული გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბრენდის შესახებ მოსაზრებებსა და სიახლეებს აშუქებს. დაჯილდოების ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს კი როგორც გამოცემის მკვლევართა გუნდი, ისე დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტო აფასებს. ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომლებიც ფინანსების, განათლების, ტექნოლოგიების და სხვა ინდუსტრიების მასშტაბით გამორჩეულ პერფორმანსს აჩვენებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა მაქარაშვილი
„ქოცობა ქვია ამას და სანამ მოგკლავს, ნელა გალპობს, სუნი აგდის, ყარხარ“ - გიგა მაქარაშვილი სტადიონაზე მომხდარზე

გიგა მაქარაშვილი სოცქსელში წერს: დედამოტყნული რუსები გვყოლია ამავე სტადიონზე. ჰიმნზე დაგვისტვენია, პუტინ ხუილო გვიძახია… მაგრამ ქართველ ქომაგს არ გაუწევია სტუმარი გულშემატკივარისკენ!ქოცობა ქვია ამას დ...

სოცმედია 1742788485

მეგი გოცირიძე
„ძირს კრემლის ამონარწყევი ოცნება“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...

სოცმედია 1742787568

სტადიონზე შევარდნა
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ

ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ  

საზოგადოება 1742786788

ბექა კობახიძე
„იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მისცა... ქოცობა არის მდუღარე ნეხვი. ახლა არ დამიწყოთ რა შუაშია ქოცობაო. თავშია“ - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...

სოცმედია 1742786496

ვიკა ბუკია
„ქოცობა კიბოა“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...

სოცმედია 1742786333

ხაბეიშვილი ლევანა
„ეს გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკურ მდგენელთან ერთად“ - ლევან ხაბეიშვილი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რის გამოც ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...

პოლიტიკა 1742786252