Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
ბიზნესი & ეკონომიკა • 1788883200
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების (Trade Finance) მიმართულებით.
აღნიშნული ჯილდო ბანკის მიერ ბიზნესებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებს უსვამს ხაზს.
ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვას, ლიკვიდობის უზრუნველყოფასა და პარტნიორებთან სანდოობის გაძლიერებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს ახორციელებენ ან საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებას გეგმავენ.
„ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„მოხარული ვართ, რომ Global Finance-ისგან ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც პარტნიორ ბიზნესებს საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ვთავაზობთ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების განვითარებასა და გაციფრულებას, რათა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ“ , - განაცხადა საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, ელენე ცხადაიამ
ინფორმაციისთვის, Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრული სტრატეგიის, ინოვაციების, პროდუქტებისა და მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. საქართველოს ბანკმა 2026 წლის დაჯილდოებაზე ჯამში 33 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როგორც საქართველოში, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









