Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1723201114
საერთაშორისო გამოცემა Global Finance რამდენიმე ათეული წელია, საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს. ამჯერად, საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.
Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ბანკების ჯილდოს უკვე 25 წელია, გასცემს. საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით წამყვანმა კომპანია Infosys-მა გამოავლინა. მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სამომხმარებლო და ბიზნესის ციფრულმა საბანკო მიმართულებებმა არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ, ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მობილბანკის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის, საუკეთესო UX-ის, ციფრული დაკრედიტების, ონლაინ შეთავაზებების, ღია ბანკინგის API-ებისა და სხვა არაერთ კატეგორიაში. მათი სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო სერვისები თუ პროდუქტები მათთვის ხელსაყრელ არხებში მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვნად გავუმარტივოთ და უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ მათთვის საბანკო მომსახურებით სარგებლობა. გვიხარია და ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც Global Finance-ია, 45 კატეგორიაში გამარჯვებულებად დასახელდა. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












