Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

საქბანკიიიიიი

საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.

„Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

 

„საქართველოს ბანკი, ერთი მხრივ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს  ბიზნესის მართვა გავუმარტივოთ და მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ორინტირებული ვართ, რომ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ბიზნესს პრაქტიკული გადაწყვეტები წარვუდგინოთ, რაც გულისხმობს როგორც საჭირო ფუნქციონალების დამატებას, ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ Global Finance-ის ჯილდო სწორედ ამ კატეგორიაში გადმოგვეცა, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ჯილდოს გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქციამ, მსოფლიო დონის ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლინა.  ჟიურიში  იყვნენ ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი კომპანია Infosys-ის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდის, განხორციელებული ინიციატივების, ვებ და მობილბანკის დიზაინისა და ფუნქციონალების მიხედვით აფასებდნენ.

 

აღსანიშნავია რომ საქართველოს ბანკი, ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის კატეგორიასთან ერთად, წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე, ჯამში, 45 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორისაა საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო მობილბანკი, საუკეთესო ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკიტინი
„ბოდიში?! რისთვის, ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამებისთვის? - ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ“ - აგვისტოს ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი

„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამე...

პოლიტიკა 1726402101

ბერა.jpg
„გილოცავ, ძმაო“ – ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს.   „გილოცავ ძმაო“, – წერს ბერა სოციალურ ქსელში.        მერაბ დვალიშვილმა შო...

სოცმედია 1726400912

ბესტაევა
"მე ვარ ეთნიკურად ოსი და ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე" - შეფასებები ივანიშვილის განცხადებაზე

მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ...

პოლიტიკა 1726400750

სოფრომაძის ცოლი
„გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო... ბოდიში, შენ“ - აგვისტოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე

„ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტ...

პოლიტიკა 1726398773

ელისაშვილი
„მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს, ბატონი ბიძინა?“ - ალეკო ელისაშვილი ივანიშვილს

ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს: მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს ბატონი ბიძინა? ძაან ვაწვალეთ ეგენიც, რაც ძალი და ღონე იყო ვეომეთ და ვერ მოგვივიდა მაგათთან...

პოლიტიკა 1726398166

სააკაშვილი
„ივანიშვილმა უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა, ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა, ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ“ - მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს მესამე პრეზ...

პოლიტიკა 1726397937